პიგმენტური ლაქები და ნაოჭები: 6 ეფექტური საშინაო რეცეპტი

1571

ყველა ჩვენგანის სურვილია  გამოიყურებოდეს უნაკლოდ, სახის კანის თანაბარი ტონით, ლაქების, ჭორფლებისა და კანის სხვა პრობლემების გარეშე.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთ საშუალებათა რეცეპტებს, რომლებიც ეფექტურ შედეგს მოგცემთ სახის კანზე არსებული მუქი ლაქებისა და ნაოჭბის საწინააღმდეგოდ.

1. იოგურტი

მუქი ლაქების მოსაშორებლად სახის კანზე წაისვით იოგურტი (დანამატების გარეშე). შემდეგ ზემოდან დაიდეთ სტაფილოს თხელი ნაჭრები და გაიჩერეთ 10 წუთი. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.

2. ლიმონის წვენი და შაქარი

ლიმონის წვენისგან და შაქრისგან მოამზადეთ პასტისებური ნარევი და შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ნიღაბი  სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ სახე თბილი წყლით კარგად დაიბანეთ. პროცედურის ბოლოს თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ან ზეითუნის, ან ნუშის ზეთი.

გაითვალისწინეთ, რომ ლიმონის გამოყენების შემდეგ უნდა მოერიდოთ მზეს, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო ეფექტი და კიდევ უფრო მეტი ლაქები წარმოიქმნას. გირჩევთ, მოცემული ნიღაბი გაიკეთოთ მხოლოდ ძილის წინ.

3. ვაშლის ძმარი

ბამბის ფირფიტით წაისვით ვაშლის ძმრისა და თბილი წყლის ნარევი (აიღეთ 1 წილი ვაშლის ძმარი, 2 წილი წყალი) და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ წაისვით იოგურტი (დანამატების გარეშე) და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ დღე. შედეგად თქვენ გექნებათ იდეალურად სუფთა და მკვრივი კანი.

4. ლიმონის წვენი და პამიდვრის წვენი

პამიდვრის წვენი შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ძალიან სასარგებლოა კანისთვის. აურიეთ 1 ს. კ. ლიმონის წვენი და 1 ს. კ. პამიდვრის წვენი. მიღებული მასა ბამბის ფირფიტით წაისვით ლაქებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი და ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

5. ხახვი და ძმარი

ხახვი ლაქების მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა, ვაშლის ძმარი კი აძლიერებს ამ ეფექტს. თანაბარი რაოდენობით აიღეთ   გატარებული ხახვი და ძმარი, აურიეთ, შეიზილეთ ლაქებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბის გამოყენების შემდეგ ცოტა ხნით მოერიდეთ მზეს.

6. თიხის ნიღაბი

აიღეთ 2 ს. კ. თეთრი თიხა, 1 ს. კ. ფორთოხლის წვენი, 1 ჩ. კ. სტაფილოს წვენი და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და დატოვეთ გაშრობამდე.  ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული უმარტივესი ნიღბები და მოიგვარეთ კანის პრობლემები.