შემოგთავაზებთ უგემრიელესი შოკოლადის დესერტის რეცეპტს, რომელიც მოხარშულ კრემთან ერთად უნდა გამოცხვეს. ნამცხვარი საოცრად გემრიელი, რბილი და ნაზია. დაგჭირდებათ 24 სანტიმეტრიანი დიამეტრის ფორმა.
საჭირო ინგრედიენტები ცომისთვის:
- ფქვილი 300 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- რძე 150 მლ
- შაქარი 12 გრ
- ვანილი
- კაკაო 2 ს. კ.
- სოდა 2 ჩ. კ.
- ზეთი 75 გრ
საჭირო ინგრედიენტები კრემისთვის:
- რძე 500 მლ
- კვერცხი 1 ცალი
- შაქარი 100 გრ
- ვანილი
- სახამებელი ან ფქვილი 60 გრ
- კარაქი 50 გრ
პირველ რიგში, ვამზადებთ კრემს:
რძე გააცხელეთ. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ სახამებელი, ვანილი. დაასხით ცოტა თბილი რძე და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ რძის დარჩენილი ნაწილი და მოხარშეთ კრემი.
ცომის მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი, რძე, ზეთი, სოდა, კაკაო და გაცრილი ფქვილი. ფქვილი ნელ-ნელა შეაზილეთ. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, და ცომი გაანაწილეთ. შუაგულში განათავსეთ კრემი.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრ ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი. გაციების შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან.
უგემრიელესი ნამცხვარი ზემოდან მინანქრით ან გამდნარი თეთრი და შავი შოკოლადით, ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი კრემით დაფარეთ.
მოამზადეთ უგემრიელესი და ულამაზესი ნამცხვარი და ისიამოვნეთ.