რამდენიმე რჩევა, რომელთა დახმარებით სამოსიდან ყველაზე რთულ ლაქებსაც კი უკვალოდ გააქრობთ

ნუ გადაყრით თქვენს უსაყვარლეს ნივთებს, რომლებიც ძნელადმოსაშორებელი, ჩამჯდარი ლაქებით არის დაფარული. შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა წყალობით მათ პირვანდელ იერს დაუბრუნებთ .

შემოგთავაზებთ სტატიას, რომელიც აღმოჩენაა ნებისმიერი ქალბატონისთვის.

ალბათ ყველა ჩვენგანს გვქონია შემთხვევა, როდესაც საყვარელ ნივთზე ერთი პატარა ლაქის გამო გვითქვამს უარი. ყურაღებით გაეცანით სტატიას და ნახავთ, რომ საბედნიეროდ, საყვარელ ნივთებზე აღარ მოგიწევთ უარის თქმა. შემოგთავაზებთ დაუჯერებლად სასარგებლო საშუალებებს თუ როგორ მოვაშოროთ სხვადასხვა ტიპის ლაქები ნივთებზე, რომელთა წყალობით თქვენს საყვარელ სამოსს დაუბრუნებთ სისუფთავეს და კიდევ დიდი ხნით ისიამოვნებთ მათი ჩაცმით.

როგორ მოვაშოროთ სამოსს ლაქები

თუ თქვენი სამოსი საზაფხულო დესერტით არის დალაქავებული, არ ინერვიულოთ. 10 წუთით ჩაალბეთ ის ცივ წყალში და დაამატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

1. ამიაკის სპირტი

ცხიმის ლაქას თავს დააღწევთ თუ დაბინძურებისთანავე შეაზელთ მარილს, ხოლო ჩამჯდარ ლაქას ეფექტურად უმკლავდება ამიაკის სპირტი.

2. ასპირინი

ოფლის ლაქებისგან გათავისუფლებაში ასპირინი დაგეხმარებათ. 1 ჩ. ჭ. თბილ წყალს დაამატეთ 4 აბი (დაფხვნილი) ასპირინი  და აურიეთ. მომზადებული ნარევით გააჯერეთ დაზიანებული ადგილები და 2 საათით გააჩერეთ. შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

3. რძე

1 ლ რძეს დაამატეთ 2 ს. კ. ლიმონის წვენი და მიიღებთ საუკეთესო საშუალებას, რომელიც თქვენს სამოსს მოაშორებს კენკროვნების ლაქებს. ნივთები 2 საათით გააჩერეთ მომზადებულ ხსნარში, შემდეგ გაავლეთ და გარეცხეთ სარეცხი საპნით.

4. საპარსი კრემი

ქალბატონების მუდმივ საზრუნავს წარმოადგენს ტანსაცმელზე ტონალური საშუალებების ლაქები. იმისათვის, რომ სამოსს მოაშოროთ ტონალური საშუალების ლაქები, დაზიანებულ ადგილებზე დაიტანეთ საპარსი კრემი და 20 წუთი გააჩერეთ. შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

5. ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი სამოსს მოაშორებს ჟოლოს, მოცვისა, ყურძნისა  და სხვა ხილის ლაქებს. ლიმონის წვენი ეფექტურად უმკლავდება შოკოლადს. ლიმონიდან გამოწურეთ წვენი და აურიეთ ძმარში (თანაბარი პროპორციებით). მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის საფენი და დაბინძურებული ადგილი ფრთხილად გაწმინდეთ.

5. ძმარი

კეტჩუპის ნარჩენებს თეთრი ძმრით მოაშორებთ. სამოსი უკუღმიდან ამოაბრუნეთ და ცივ წყალში გაავლეთ და ჩაალბეთ ლაქების ამომყვან საშუალებაში. შემდეგ ისევ გაავლეთ და დაბინძურებულ ადგილზე ძმარი დაასხით. თუ ლაქა არ მოშორდება, მაშინ პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ  შემოთავაზებული საშუალებები, თავი დააღწიეთ არასასურველ ლაქებს და კიდევ დიდხანს ისიამოვნეთ თქვენი საყვარელი სამოსით.