სტაფილოს ნიღაბი თმისთვის, რომელიც გაგიძლიერებთ ძირებს და შეგიჩერებთ თმის ცვენას. ამ ნიღაბს ძალიან ვემადლიერები

თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ცივილიზაციის ეპოქაში თმის ცვენის საწინააღმდეგო უამრავი კომერციული საშუალება არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ იღებთ.

მოცემული პრობლემის გადაჭრა ბუნებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი მარტივი პროდუქტებითაც არის შესაძლებელი.

შემოგთავაზებთ უმარტივესი, ბიუჯეტური და საოცრად ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომელიც ამაგრებს თმის ძირებს, შეგიჩერებთ ცვენას, ჰმატებს მოცულობას, აღადგენს თმის სტრუქტურას. ნიღაბის მოსამზადებლად გჭირდებათ მხოლოდ სტაფილო. ბოსტნეული, რომელიც A და B ვიტამინების ბუნებრივი წყაროა.

სტაფილო გარეცხეთ, გაფხიკეთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ და თმის ძირებზე კარგად შეიზილეთ. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი და შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

თავდაპირველად, სტაფილოს ნიღაბი გამოიყენეთ რეგულარულად, დაახლოებით, 5-6 დაბანის წინ და თანდათან შეამცირეთ.

თვეში ერთხელ აუცილებლად გაიკეთეთ სტაფილოს ნიღაბი და გამოკვებეთ თმის ძირები.

გამოიყენეთ უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით გაჯერებული ბუნების ეს საოცრება და მალე თქვენი თმა გახდება სქელი, ჯანსაღი და აბრეშუმისებრი!