მარტივი და ხელმისაწვდომი გზა სხეულის გასაწმენდათ, ნივთიერებათა ცვლის მოსაწერიგებლად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშრებლად

ყველა ქალი ოცნებობს ჰქონდეს ლამაზი ფიგურა, მაგრამ ყველაზე სასტიკი დიეტებიც კი ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს.

პირველ რიგში, აუცილებლად გაიწმინდეთ ნაწლავები და ამის შემდეგ წონის დაკლების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება,

შემოგთავაზებთ ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული, წარმოუდგენლად ეფექტური სასმელების რეცეპტებს, რომლებიც წმენდს ნაწლავებს, ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ცხიმების წვის პროცესის გააქტიურებას. მოცემული სასმელების წყალობით შეძლებთ გქონდეთ ბრტყელი მუცელი.

რეცეპტი N 1

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ბაბუაწვერას გამომშრალი ფესვი 1 ჩ. კ.
  • ცხენის კუდი (გამომშრალი ყლორტები) 1 ჩ. კ.

(შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში ან თქვენ თვითონ გამოაშროთ შემდეგი წესის მიხედვით: მწვანე, წვნიანი ყლორტები აიღეთ გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, დააწყვეთ თხელ ფენად და გამოაშრეთ, არ უნდა გაშავდეს, თორემ დაკარგავს სამკურნალო თვისებებს)

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. წყალი აადუღეთ და დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და 10 წუთი ადუღეთ საშუალო ცეცხლზე, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 5 წუთი.
  2. ნახარში გადაწურეთ და მიიღეთ თბილი.

სასმელი უძლიერესი შარდმდენია. უმჯობესია, მიიღოთ უშაქროდ. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.

რეცეპტი N 2

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ბაბუაწვერა 1 ჩ. კ.
  • არტიშოკის დაქუცმაცებული ფოთლები 1 ჩ. კ.

ადუღებულ წყალს დაამატეთ მოცემული მცენარეები და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 5 წუთი.

ნახარში გადაწურეთ და დალიეთ. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი და ცოტა თაფლი.

გისურვებთ ჯანმრთელობასა!