54 წლის ასაკში ჩემი კანი თავისუფალია ლაქებისა და ღრმა ნაოჭებისგან, რაც საშინაო ნიღაბის დამსახურებაა

სტატიაში შემოგთავაზებთ სახამებლის ბაზაზე მომზადებული საოცრდ ეფექტური და შეუფასებელი ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც უკვალოდ გაგიქრობთ ნაოჭებს და კიდევ დიდი ხნით შეუნარჩუნებს თქვენს კანს ახალგაზრდობასა და სინორჩეს.

გირჩევთ, მოამაზადოთ საოცრად ეფექტური ნიღბები, რომელთა შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ბუნებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სახამებელი 1 ს. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ცოტა თბილი რძე

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და 30 წუთი გაიჩერეთ. ნიღაბის ნარჩენები ბამბის ტამპონით ჩამოიწმინდეთ და სახე დაიბანეთ.

სახამებლისა და ვარდკაჭკაჭას ნიღაბი

სახამებლის ბაზაზე მომზადებული ნიღბები სახის კანს  ამკვრივებს და ააქტიურებს კანის საფარის მიმდინარე შინაგან პროცესებს, ხოლო ვარდკაჭკაჭა სახამებლის ეფექტურობას კიდევ მეტად აძლიერებს.

  • სახამებელი 4 ს. კ.
  • არაჟანი 4 ს. კ.
  • ვარდკაჭკაჭას ფხვნილი 3 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. 30 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახამებლისა და კვერცხის გულის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
  • ცოტა ადუღებული წყალი
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • ლიმონის წვენი 0,5 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სახამებელს დაამატეთ ცოტა ანადუღარი წყალი ისე, რომ პასტისებური მასა მიიღოთ. დაამატეთ კვერცხის გული და  ცოტა ლიმონის წვენი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მიიღებთ ბლანტ მასას, რომელიც სახეზე წასასმელად მოსახერხებელია. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და 40 წუთის შემდეგ თბილ წყალში გაჯერებული ბამბის ტამპონით ჩამოიწმინდეთ.

სახამებლის ბაზაზე მომზადებულ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბებს ბოტოქსის ეფექტი აქვს.

ძვირფასო ქალბატონებო, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ასეთი ნიღბების გამოყენებას, მით უკეთესია, ნუ დაელოდებით სახის კანის ასაკობრივ ცვლილებებს.

გისურვებთ, დარჩეთ მომხიბვლელები, განუმეორებლები და მუდამ აღფრთოვანებას იწვევდეთ, მიუხედავად იმისა, რომ 50 წელს გადააბიჯეთ, ბევრად უფრო ახალგაზრდად გამოიყურებით.