ოსტეოქონდროზი არის ძირითადი მიზეზი ზურგის ტკივილისა. მათთვის ვისაც ქრონიკული ოსტეოქონდროზი აქვს ერთ-ერთ საუკეთესო მკურნალად დაფნის ბაზაზე მომზადებული უძლიერესი სამკურნალო საშუალებები ითვლება.
შემოგთაბაზებთ ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული სამურნალო საშუალებების რეცეპტებს.
დაფნის ზეთი
საჭირო ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი 1 ჩ. ჭ.
- დაფნის ფოთოლი (წვრილად დაჭრილი) 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
დაფნის ფოთოლს დაასხით ზეითუნის ზეთი და 15 დღე გააჩერეთ თბილ ადგილას. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ზეთი შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებზე, შეიხვიეთ თბილად და მთელი ღამით დაიტოვეთ.
დაფნის ნაყენი
საჭირო ინგრედიენტები:
- დაფნის ფოთოლი (წვრილად დაჭრილი) 1 ჩ. კ.
- ადუღებული წყალი 1,5 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აიღეთ თერმოსი, ჩაყარეთ დაფნა, დაასხით ადუღებული წყალი და 4 საათით გააჩერეთ.
- შემდეგ გადაწურეთ და 12 საათის განმავლობში მიიღეთ ყლუყლუპობით.
- მკურნალობის ხანგრძლივობა 4 დღე.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.