სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც ეფექტურად წმენდს მსხვილ ნაწლავს და ამავე დროს დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამებისგან სწრაფად გათავისუფლებაში. რეგულარულად იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ, მიიღეთ გამწმენდი წვენი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.
მსხვილი ნაწლავის გასაწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ანანასის ნაჭერი
- კიტრი
- ვაშლი (წითელი ან მწვანე) 1 ცალი
- ალოე ვერა ½ ან მთლიანი
- ფორთოხლის წვენი
- მოცემული ინგრედიენტებით მიიღებთ 2 ჩ. ჭ. წვენს.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ანანასი გათალეთ და დაჭერით. კიტრი და ვაშლი კანიანად დაჭერით. აიღეთ ალოე ვერას გელი და გაყავით 2 ნაწილად. დაამატეთ წყალი და მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. ბოლოს დაამატეთ ფორთოხლის წვენი.
სამკურნალო სასმელის მიღება რეკომენდეგულია დღეში 2-ჯერ, დილით უზმოზე და შუადღისას. გამწმენდი პროცედურები ჩაიტარეთ 7 დღის განმავლობაში. რეკომენდებულია დღის განმავლობაში მკურალობის დროს მიიღოთ 8 ჩ. ჭ. წყალი.
მსხვილი ნაწლავის გამწმენდი საშუალება არ გამოიყენოთ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები გაწუხებთ:
- დივერტიკულიტი;
- წყლულოვანი კოლიტი;
- ბუასილი;
- სიმსივნეები სწორი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის არეში;
- ნაწლავის ოპერაცია;
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მომზადეთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.