სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალების რეცეპტს, რომლის ძირითადი ინგრედიენტი არის პროპოლისი (დინდგელი).
პროპოლისს აქვს ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს კანზე არსებული წყლულების, ჭრილობებისა და ტრამვების შეხორცებას, ეფექტურად უმკლავდება გამონაყარსა და აკნეს. მაგრამ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ პროპოლისისა და ცვილის კომბინაცია ეფექტურად ასწორებს ნაოჭებს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 25 მლ
- კაკაოს კარაქი 30 მლ
- ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
- ყურძნის წიპწების ზეთი 1 ს. კ.
- ფუტკრის ცვილი 2 ჩ. კ.
- პროპოლისი 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- იმისათვის, რომ ცვილი უფრო სწრაფად გადნეს, გახეხეთ, ხოლო პროპოლისის მთლიანი ნაჭერი აიღეთ.
- ქილა დადეთ ორთქლის აბაზანაზე. ცვილი და პროპოლისი გადნობას დაიწყებს, დაამატეთ კაკაოს კარაქი.
- შემდეგ დაამატეთ თაფლი, აურიეთ და გაადნეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. დაასხით ქოქოსის ზეთი, რომელიც ძალიან სწრაფად დნება.
- დაამატეთ ზეითუნისა და ყურძნის წიპწების ზეთი, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. მიღებული მასა მინის ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შედეთ გასაციებლად.
- რამდენჯერმე კარგად აურიეთ, რათა თაფლმა დაბლა არ დაილექოს და მასა იყოს ერთგვაროვანი.
- ერთი საათის შემდეგ მალამო მაზად არის გამოყენებისთვის. მალამოს ქილა დადეთ აბაზანაში, მაგრამ თუ იშვიათად იყენებთ, მაშინ შედეთ მაცივარში.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ მალამო, რომლის ყველა ინგრედიენტი ნატურალური პროდუქტია და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.