7 ყველაზე ხშირად გაყალბებული საჭმელი

0
1358

საჭმელი, რომელსაც ჩვენს სუფრაზე ვხედავთ, შესაძლოა ის არ იყოს, რაც გვგონია. ამ სიის გაცნობის დახმარებით თქვენ შეიძლება მარტივად აირიდოთ მათი ჭამა თავიდან.

დაფქვილი ყავა

დაფქვილ ყავას შესაძლოა შერეული ჰქონდეს ქერი, ხორბალი და სოიო. წარმოების ფასის შესამცირებლად კომპანიები მას დაფქვილ ხესაც კი უმატებენ. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ იყიდოთ ყავის მარცვლები და თქვენი ხელით დაფქვათ.

ბროწეულის წვენი

ამ წვენის შეფუთვებზე ხშირად წაიკითხავთ, რომ ყუთში განთავსებულია 100 პროცენტიანი ბროწეულის წვეინ. თუმცა, როგორც წესი ასეთ საასმელებს შერეული აქვთ უფრო იაფი ვაშლის წვენი ან უბრალოდ წყალი. ამის ამოსაცნობად კარგად წაიკითხეთ ინფორმაცია შემცველობაზე და ყურადღება მიაქციეთ წვენის პროპორციულობის რიცხვს.

ზეითუნის ზეთი

ძვირადღირებული ზეითუნის ზეთის ყიდვისას თქვენ შეიძლება შემთხვევით უფრო იაფასიანი სიმინდის ან სოიოს ზეთი იყიდოთ. ამის შესამოწმებლად შეგიძლიათ სახლში მიტანის შემდეგ ზეთი ჩაასხათ ჭიქაში და შედგათ მაცივარში. ასეთ დროს თუკი ზეთი ნამდვილად ხარისხიანია, მას ნალექი გაუჩნდება.

პარმეზანის ყველი

ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაყალბებადი პროდუქტია. მისი 10 პროცენტი შესაძლოა ხის ნახერხისგან შედგებოდეს. მასში ასევე შეიძლება შერეული იყოს უფრო იაფიანი ყველებიც. ამის თავიდან ასაცილებლად პარმეზანის ყიდვისას აარჩიეთ მთლიანი ყველის თავი და ასევე კარგად წაიკითხეთ მისი შემცველობა.

თაფლი

თაფლის გაყალბებისას ადამიანის წარმოსახვას საზღვარი არ აქვს. ყველაზე ხშირად ის წარმოადგენს ფრუქტოზაში გახსნილ სიროპს. ამის თავიდან ასაცილებლად წაიკითხეთ მისი შენახვის პირობები. ნამდვილ თაფლს არ სჭირდება მაცივარში შენახვა.

სუში

მოწითალო ზოლი თქვენი სუშის შემადგენლობაში ხშირად საერთოდ არ არის ორაგულის ნაწილი. უმეტეს შემთხვევებში სუშის შეკვეთისას თქვენს მიერ არჩეული კონკრეტული თევზი საერთოდ არ გამოიყენება მისი დამზადებისას. ასეთ დროს სუშის დამზადება ხდება უფრო იაფანიანი თევზის ტიპით, რომელიც შეიძლება გააფერადონ კიდეც. თუკი ძალიან გსურთ თევზის მირთმევა, სჯობს იგი შეუკვეთოთ სტეიკის სახით.

ბრინჯი

ყველა ყალბ პროდუქტს შორის ეს ყველაზე საშიში გახლავთ. ამ ფოტოზე მოცემული ყალბი ბრინჯი დამზადებულია სახამებლისა და პლასტმასის შერევით. სხვა მარცვლეული, რომელიც ბრინჯს გავს ან მსგავსი სურნელით გამოირჩევა, ხშირად იღებება ბრინჯის ფორმის მისაღებად. ყალბი ბრინჯის ჭამისგან თავის დაცვა მისი წყალში ჩაყრის დახმარებით შეგიძლიათ. ყალბი ბრინჯი ასეთ დროს წყალში არ იძირება ნამდვილისგან განსხვავებით. ასევე მაღაზიაში ბრინჯის არჩევისას იყიდეთ მხოლოდ სანდო კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here