მუცლის შებერილობა, რომელიც საშინელ დისკომფორტს იწვევს, ფართოდ გავრცელებული პრობლემაა ნებისმიერი ასაკის ადამიანებში. ამ დაავადების მკურნალობა არც თუ ისე მარტივია. ცნობილმა დიეტოლოგმა სინტია სასმა მიაკვლია მატონიზირებელი სასმელის რეცეპტს, რომელიც უმოკლეს დროში მოგიხსნით მუცლის შებერილობას.
სასმელი დაგეხმარებათ ცხიმების დაწვასა და სწრაფად გახდომაში. ამავე დროს ორგანიზმს გააჯერებს უამრავი სასარგებლო ნივთიერებით.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 2 ლ
- პიტნის პატარა ფოთოლი 12 ცალი
- გახეხილი ჯანჯაფილი 1 ჩ. კ.
- ლიმონი (საშუალო) 1 ცალი
- კიტრი (საშუალო) 1 ცლი
მომზადებისა და გამყენების წესები:
ლიმონი წვრილად დაჭერით. კიტრი გათალეთ და წვრილად დაჭერით. მოცემული ინგრედიენტები დოქში მოათავსეთ და კარგად აურიეთ და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი და მიიღეთ დღეში 8-10 ჭიქა. სასმელი შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად მიიღოთ.
მოამზადეთ საოცარი სასმელი და იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.