როგორ მივიღოთ სელის თესლი, რათა მოვიშოროთ ტოქსიკური ნარჩენები და გავიახალგაზრდავოთ სხეული

განურჩევლად რასისა, ეროვნებისა და ასაკისა ქალბატონების საზრუნავს წარმოადგენს მათი გარეგნული სილამაზე, წონა, თმა, ლამაზი სახის კანი, კანის ტონი, ფრჩხილები. ნათქვამია: ,,სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო“ და მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მცდელობას არ აკლებენ, რომ მუდმივად ლამაზად გამოიყურებოდნენ.

სტატიაში ვისაუბრებთ ბუნებრივ სიმდიდრეზე, საოცრად ეფექტურ, დაუჯერებლად უნიკალურ საშუალებაზე სელის თესლზე, რომლის წყალობითაც დაიკლებთ წონაში, კანს მიანიჭებთ მბზინვარებას და წმენდს ორგანიზმს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გზით.

რა სარგებლობა მოაქვს სელის თესლს ორგანიზმისთვის?

  1. მრავალი დეტოქსიკაციური თვისების გამო, სელის თესლი  დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსიკური ნარჩენების გამოდევნაში.
  2. სელის თესლი მდიდარია ლეციტინით, ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს ტვინის, გულისა და ნაწლავების ფუნქციონირებას.
  3. გარდა ამისა, სელი ასტიმულირებს ცხიმოვანი უჯრედების დაკარგვას, ამიტომ საოცრად ეფექტური გასახდომი საშუალებაა.
  4. ინტენსიურად ასუფთავებს სწორ ნაწლავს.
  5. ამცრებს სისხლში შაქრის დონეს და აკონტროლებს მადას.  სტატიაში შემოგთავაზებთ სელის ბაზაზე მომზადებული დაუჯერებლად საოცარი ჩაის რეცეპტს.

მოამზადეთ სელის ჩაი და ისარგებლეთ ამ ბუნებრივი სიმდიდრის ყველა დადებითი უპირატესობით.

საჭირო ინგრედიენტები:

  • სელის თესლი 3 ს. კ.
  • მინერალური წყალი 1 ლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აადუღეთ სასურველი მინერალური წყალი. შემდეგ დაამატეთ სელის თესლი და ადუღეთ კიდევ რამდენიმე წუთი. შემდეგ გადაწურეთ ჩაი და სითბოს შესანარჩუნებლად გადაიტანეთ თერმოსში.
  2. ჩაი მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 150 მლ-ის ოდენობით. მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღე. მომდვნო 10 დღე შეისვენეთ და საჭიროებისამებრ კვლავ გააგრძელეთ.

ჩაის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც თირკმლისა და ღვიძლის პრობლემები აქვთ. სასურველია მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ სელის თელის ჩაი, რომლის დახმარებითაც დაიკლებთ წონაში და შეძლებთ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.