ასპირინი საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომელიც სახის კანის უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ ასპირინის ბაზაზე მომზადებულ უძლიერეს სამკურნალო საშუალებათა რეცეპტებს
ასპირინი კანის ამქერცლავი საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია გაწმინდოს სახის კანი მკვდარი და კერატინიზებული ქსოვილებისგან. ასპირინი შესანიშნავად უმკლავდება გამონაყარს, ამცირებს პიგმენტაციის დონეს.
ასპირინი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რაც ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, აკნესგან და ქრონიკული გამონაყარისგან გაწმენდას.
ასპირინის გამოყენება არ არის რეკომენდებული მათთვისაც, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს.
სახის კანის გამწმენდი ნიღაბი
ასპირინის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა, რომელიც ეფექტურად მოგაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ასპირინი 3 აბი
- გადადუღებული ცხელი წყალი 50 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- იდეალური ნიღაბის მოსამზადებლად ასპირინის მთლიანი აბებეი ჩაყარეთ სითხაში, შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ და ნიღაბიც მზად არის.
- ნიღაბის გამოყენებამდე სახე კარგად დაიბანეთ საპნით და მომზადებული ნარევი შეიზილეთ წრიული მოძრაობებით.
- 10-15 წუთის შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ, ხოლო თუ მშრალი კანი გაქვთ-1-ჯერ.
ასპირინი და ლიმონი-კიდევ ერთი ჯადოსნური საშუალება
ასეთი შემადგენლობა განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც სურს გათავისუფლება გამონაყარისგან, პიგმენტური ლაქებისგან, ნაწიბურებისგნ. ძირითადი კომპონენტების: ლიმონისა და ასპირინის კომბინაცია საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ მაქსიმალურ ანტიბაქტერიულ ეფექტს, მოიცილოთ ჭუჭყი და მიკრობები, რომლებიც დაბინძურებას იწვევს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ასპირინი 3 აბი
- ლიმონის წვენი 50 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ასპირინის აბები კარგად დაფხვენით, დაამატეთ ლიმონის წვენი და აურიეთ. მოცემული ნერევი 15 წუთით გაიჩერეთ სახის კანზე, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გამწმენდი პროცედურები კანის ტიპის მიხედვით ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.
ასპირინი, მაწონი და თაფლი
საოცარი საშუალება, რომელიც შეგიცვლით პილინგის მთელ რიგ პროცედურებს. საგრძნობლად შეგიმცირებთ პატრ-პატარა ჭრილობებსა და ნაწიბურებს, გაგათავისუფლებთ პიგმენტური ლაქებისგან, მუწუკებისგან და გამონაყარისგან.
გასაოცარი კომბინაცია ასპირინი, მაწონი და თაფლი-უნივერსალური დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც აღადგენს სახის კანს, აფერხებს დაბერების პროცესს. ნიღაბის გამოყენების შემდეგ სახის კანი ხდება გლუვი და თითქოს ანათებს.
ნიღაბის მოასამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ასპირინი 5 აბი
- ნატურალური თაფლი 20 გრ
- უცხიმო მაწონი 20 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ასპირინის აბები დაფხვენით და აურიეთ მაწონში, დაამატეთ თაფლი. ნიღაბი წაისვით შემდეგი წესის მიხედვით. სუფთა ქსოვილი გააჯერეთ თბილი წყლით და დაიფინეთ სახეზე.
- ამ გზით თქვენ შეძლებთ სახის ფორების გაფართოებას და უზრუნველყოფთ კანში ნიღაბის ღრმად შეღწევას. სახის კანის დორთქვლისა და გაშრობის შემდეგ დაიტანეთ ნიღაბის თხელი ფენა.
- გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი მალამო.
გამოიყენეთ ასპირინი იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, უძლიერესი სამკურნალო საშუალება, რომელიც მოგიგვარებთ სახის კანის უამრავ პრობლემას.