უკვე მოძრაობაც კი მიჭირდა და არაფრის ხალისი მქონდა, როდესაც ეს მარტივი საშინაო რეცეპტი ძალიან დამეხმარა

ასაკთან ერთად იცვლება ძვლის შემადგენლობა და თვისებები. იკლებს კალციუმის, ძვლის ძირითადი შემადგენელი ნივთიერების, დონე. ძვალი ხდება მყიფე, სუსტდება, ახლავს ტკივილი და დაღლილობის მუდმივი შეგრძნება.

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებით შეძლებთ კალციუმის დეფიციტის შევსებას, ძვლების გამაგრებას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ  უმარტივესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული პროდუქტები: კვერცხი და ვაშლის ძმარი.

კვერცხი სასარგებლო საკვები პროდუქტია, რომელიც გაჯერებულია ნუტრიენტებით. კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის ბუნებრივი წყაროა. ეს მინერალი ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებას და ხელს უშლის ოსტეოპოროზის წარმოქმნას. კვერცხის ნაჭუჭს ძალიან მარტივად შეიწოვს ჩვენი ორგანიზმი.

ვიტამინებით, მინერალებით, ორგანული მჟავებით გაჯერებული ვაშლის ძმარი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა და მრავალი სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის.

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი (შინაური) 1 ცალი
  • ვაშლის ძმარი 150 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კვერცხი (უმი) კარგად გარეცხეთ და ჩადეთ ჭიქაში, დაასხით ვაშლის ძმარი და გააჩერეთ 7 დღე.
  2. კვერცხის ნაჭუჭი თანდათან დაიშლება, ხოლო კვერცხი რჩება გარსში, ფრთხილად ამოიღეთ მხოლოდ გარსი (კვერცხის გული და ცილა არ ამოიღოთ) და დარჩენილ მასას კარგად აურიეთ.
  3. მომზადებული ნარევი გადაიტანეთ მინის თავდახურულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.
  4. ფინჯან თბილ წყალში გახსენით მომზადებული მასის 1 დესერტის კოვზი და დალიეთ ერთ ჯერზე. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

სამკუნალო პროცედურების ხანგრძლივობა მომზადებული მასის ამოწურვამდე. შემდეგ ცოტა ხანს დაისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!