სტატიაში შემოგთავაზებთ ოთხი უმარტივესი, საშინაო პირობებში მომზადებული საშუალების რეცეპტს, რომელთა წყალობით გაიღიავებთ კანს ბიკინის არეში. საშუალებათა შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები კვებავს კანს და ანიჭებს მას ჯანსაღ იერს. პროცედურების ხანგრძლივობა 2 კვირა. გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და დამერწმუნეთ, შედეგით აღფრთოვანედებით.
კანი ინტიმურ მიდამოებში, იდაყვებზე, მკლავების ქვეშ, მუხლებზე შედარებით მუქია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში. ეს პრობლემა უფრო ესთეტიკურია, ჯანმრთელობასთან არ არის დაკავშირებული და უხერხულობის მიზეზი ხდება პლაჟზე და აუზზე ყოფნის დროს.
ინტიმურ მიდამოში კანის გამუქება შეიძლება გამოწვეული იყოს მელანინის მომატებული შემცველობის გამო. კანის გაღიზიანებას იწვევს ხახუნი ან მჭიდრო საცვლების შედეგად გამოწვეული ხახუნი და ა. შ.
სტატიაში შემოთავაზებული საშინაო საშუალებები ამ პრობლემისგან გაგათავისუფლებთ, შედეგად კი თავს უფრო მიმზიდველად და თავდაჯერებულად იგრძნობთ.
1. თაფლი, ნუშის ზეთი და ლიმონი
თაფლი-ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც უძლიერესი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ნუშის ზეთი უზრუნველყოფს კანის სიგლუვესა და სინაზეს, ხოლო ლიმონის წვენი ათეთრებს და ამკვრივებს კანს. შედეგად სასურველ ეფექტს მიიღებთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- ნუშის ან ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ კანზე. სამოქმედოდ გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს ძილის წინ. თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, მაშინ ფორთოხლი წვენი გამოიყენეთ.
2. თაფლი, მაწონი და შაქარი
საჭირო ინგრედიენტები:
- თაფლი 1 ს.კ.
- მაწონი 1 ს. კ.
- შაქარი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და 5 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სათანადო ადგილებზე. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
შედეგი აღგაფრთოვანებთ. კანი ინტიმურ მიდამოებში გააგიღიავდებათ და სისხლის მომოქცევა გაგიაქტიურდებათ.
3. ხაჭო და ლიმონი
საჭირო ინგრედიენტები:
- ხაჭო 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- ლიმონის ცედრა 1-2 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ სათანადო ადგილზე. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
4. ყავა, შაქარი და მარილი
საჭირო ინგრედიენტები:
- დაფქვილი ყავა 1 ს. კ.
- შაქარი 1 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
- ჰიმალაის ან ზღვის მარილი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სველ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 5 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გამოიყენეთ სტატიაში შემოთავზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სიმლამაზეზე.