7 ყველაზე იდიოტური რწმენა აკნეს შესახებ, რომელიც დღემდე შეიძლება გქონდეთ.

1008

აკნე არამარტო გარეგნობას, არამედ ხასიათსაც გვიფუჭებს. მის მკურნალობასთან უამრავი მითია დაკავშირებული, რის გამოც ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ რეალური სამკურნალო საშუალებების პოვნაში. ეს 7 ყველაზე ცნობილი მითი დღესვე უნდა დაივიწყოთ:

7. დიეტა არ ახდენს გავლენას აკნეს გავრცელებაზე

სინამდვილეში მაგალითად შაქრის ჭამა ასტიმულირებს ინსულინის წარმოქმნას, რის სიჭარბესაც შეუძლია აკნეს გაჩენა. ასევე აკნეს პრობლემის დროს უნდა მოერიდოთ მაღალი გლიცემიკური ინდექსის მქონე საჭმელებს, როგორიცაა მაგალითად შოკოლადი, ლუდი და თეთრი პური.

6. მოწევა ხელს უწყობს აკნეს გავრცელებას

მოწევა აუარესებს კანის განახლების პროცესს და ამის გამო აკნე უფრო ნელა იკურნება, თუმცა ეს ჩვევა აკნეს უფრო სწრაფად გავრცელებას არ იწვევს.

5. დეკორატიული კოსმეტიკა იწვევს აკნეს

აკნეს გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მოერიდოთ მხოლოდ ალკოჰოლის და ზეთების შემცველ კოსმეტიკას, რადგან სწორედ ალკოჰოლი იწვევს კანის გაღიზიანებას და ზეთები ფორებს ავსებენ.

4. რუჯი გეხმარებათ აკნეს მოშორებაში

სინამდვილეში ულტრაიისფერი სხივები ასტიმულირებენ ცხიმის ჯირკვლების მუშაობას, რაც ახალი აკნეს გაჩენას იწვევს.

3. სტრესი იწვევს აკნეს

სტრესი ახალი აკნეს გაჩენს არ იწვევს, თუმცა უკვე არსებულის განკურნების პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს.

2. სახის ხშირი დაბანით აკნეს გააქრობთ

აკნეს და შავ წერტილებსაც კანის ფორების ამოვსება იწვევს ცხიმით, რის გამოც სახის ხშირი დაბანა მას ვერ უშველის. უხეშ დაბანას კანის გაღიზიანებაც კი შეუძლია და ეს საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს.

1. კბილის პასტა გეხმარებათ აკნეს მოშორებაში

კბილის პასტა საცხობ სოდას, სურნელოვან ზეთებს, წყალბადის ზეჟანგს, მენთოლს და ტრიკლოსანს შეიცავს, რასაც შეუძლია აკნეს გამოშრობა, მაგრამ ასევე კანის გაღიზიანება და გამონაყარის გაჩენა.