როგორ დავამარცხოთ თმის ცვენა სახლის პირობებში, ხელმისაწვდომი საშინაო საშუალებებით

თმის ცვენის საწინააღმდეგო მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რაც უზრუნველყოფს თმის ძირებისთვის საკვები ნივთიერებების მიწოდებას.

რეკომენდებულია E ვიტამინის გამოყენება მყიფე ფოლიკულების გასაძლიერებლად. ვიტამინის რეგულარულად გამოყენება აგარიდეთ კანის გამოშრობას და აგრეთვე მოგაშორებთ თავის კანზე მკვდარ უჯრედებს. მასაჟისთვის საუკეთესო საშუალებაა ქოქოსის ზეთი. დადასტურებულია, რომ არგანის ზეთი ეფექტურია თმის ტექსტურის გასაუმჯობესებლად. ასევე იდეალურია თმის გასამაგრებლად.

არსებობს ინდონეზიური მასაჟის მეთოდი, რომელიც ხსნის თავის კანის დაძაბულობას და ხელს უწყობს თმის გაძლიერებას.

  1. დახარეთ სხეული წინ ისე, რომ თავი წელზე 10-15 სანტიმეტრით ქვემოთ იყოს. მუხლები არ მოხაროთ.
  2. ნახევარი წუთის განმავლობაში თითების საშუალებით თავის კანზე გაიკეთეთ მასაჟი. შემდეგ გასწორდით. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე.
  3. თავის კანზე მასაჟი ენერგიულად არ გაიკეთოთ, რადგან შეიძლება ფოლეკულა დააზიანოთ. ასევე სწრაფად არ დაიხაროთ. ყველა მოძრაობა შეასრულეთ ნაზად და ძალდაუტანებლად.

არომათერაპია

თმის ცვენის შესაჩერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეთერზეთები: ლავანდის, კედარის, ლიმონის, გრეიფრუტის როზმარინის. დაამატეთ წყალს ორი წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი და დაბანვის შემდეგ გადაივლეთ.

ქოქოსისა და ზეითუნის ზეთებს დაამატეთ მოცემული ეთერზეთები და მიღებული ნაზავი გამოიყენეთ მასაჟის გაკეთების დროს. პროცედურის შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი. შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი ღამით, დილით კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

ქილაში ჩაასხით შემდეგი ზეთები მოცემული პროპორციების მიხედვით: ნახევარი ჩ. კ. ჟოჟობას, 4 ჩ. კ. ყურძნის წიპწების, 2 წვეთი კედარის, 3 წვეთი როზმარინის, 2 წვეთი ბეგქონდარას, 3 წვეთი ლავანდის და კარგად აურიეთ. მომზადებული საშუალება ყოველ საღამოს, ძილი წინ, 2 წუთის განმავლობაში  შეიზილეთ თავის კანზე . შემოიხვიეთ პირსახოცი, დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით კი დაიბანეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.