
შემოგთავაზებთ შოკოლადის ძალიან გემრიელი, არომატული, სველი და ფუმფულა ღვეზელის რეცეპტს.
ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებულია წითელი ღვინო. შავი ღვინო განაპირობებს სისველეს და განსაკუთრებულ არომატს.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 250 გრ
- შაქარი 200 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- ფქვილი 190 გრ
- წითელი ღვინო 125 გრ
- შოკოლადი 50 გრ
- კაკაო 2 ს. კ.
- გამაფხვიერებელი 3 ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და კაკაო.
- ცალკე თასში ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი, უნდა მიიღოთ ჰაეროვანი მასა. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი.
- კარაქიან მასას კოვზით შეურიეთ მშრალი ინგრედიენტების ნარევი.
- შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და თბილ-თბილი შეურიეთ ცომს.
- ბოლოს ნელ-ნელა შეურიეთ წითელი ღვინო.
- ცომი გამოდის ზომიერად სქელი და ჰაეროვანი.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მზა მასა თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი. აუცილებლად შეამოწმეთ კბილის ჩხირით.
- შოკოლადის ღვეზელი ამოდის თანაბრად.
- ზემოდან დაფარეთ შაქრის ფხვნილით ან მინანქრით, მოხარშული შესქელებული რძით, გამდნარი შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!