ამ რეცეპტით ბისკვიტი ყოველთვის ისეთი გამოდის, რომ შედეგი მოლოდინს აჭარბებს

სტატიაში შემოგთავაზებთ ადუღებული წყლით მომზადებული ჰაეროვანი და ფუმფულა ბისკვიტის რეცეპტს.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 200 გრ.
  • ვანილი
  • 200 გრ ფქვილი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ზეთი 50 მლ.
  • მდუღარე 50 მლ (3 ს. კ.)
  • ლიმონმჟავა მწიკვი

ბისკვიტის გამოსაცხობად დაგჭირდებათ 20 სმ-იანი დიამეტრის საცხობი ფორმა.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, თქვეფთ კვერცხს მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. სიჩქარეს ნელ-ნელა უმატებთ.
  2. თანდათან დაამატეთ შაქარი და 10 წუთის განმავლობაში კარგად ათქვიფეთ. მასა გათეთრდება და გაორმაგდება. დაამატეთ მწიკვი ლიმონმჟავა.
  3. ცალკე თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი (შეგიძლიათ ჩაის კოვზამდე სოდით ჩაანაცვლოთ), ვანილი და ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხიან მასას.
  4. მოსარევად გამოიყენეთ ხის ან სილიკონის ნიჩაბი. ურევთ ქვემოდან ზემოთ ერთი მიმართულებით. თანდათან დაამატეთ მდუღარე და ზეთი.
  5. გაითვალისწინეთ, სითხე ქვემოთ იწყებს დალექვას, ამიტომ კარგად აურიეთ (ურევთ ქვემოდან ზემოთ ერთი მიმართულებით).
  6. თუ თქვენ კაკაოს ბისკვიტის მომზადება გსურთ, მაშინ 200 გრ ფქვილის ნაცვლად დაგჭირდებათ 130 გრ ფქვილი და 70 გრ კაკაოს ფხვნილი.
  7. ფორმაში ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტი, ცხიმი წაუსვით კედლებზედაც და გადაასხით მომზადებული ცომი.
  8. ბისკვიტი გამოაცხვეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე 30-40 წუთის განმავლობაში.

შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი კრემი, გამოიყენოთ სასურველი ხილი და მოამზადოთ გემრიელი ტორტი. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!