თუ მუხლების ტკივილი გაწუხებთ, უსიამოვნო შეგრძნებების შემსუბუქებაში საშინაო მალამო ძალიან დაგეხმარებათ

სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც მედიკამენტების გამოყენების გარეშე გაგათავისუფლებთ მუხლების ტკივილისგან.

სამწუხაროდ, ძლიან ბევრი ადამიანი იტანჯება ამ ტკივილებისგან, რაც უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მაგრამ მიზეზი როგორიც არ უნდა იყოს, ასეთი ტკივილები ხელს უშლის მოძრაობას და არ გვაძლევს სრულყოფილი ცხოვრების უფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არ ზოგავენ ნებისმიერ თანხას სხვადასხვა მალამოებსა და აბებში, მედიკამენტებით მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა შედეგს.

მკურნალობის ალტერნატიური მეთოდები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას. შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული მალამოს რეცეპტს.

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ღორის ქონი
  • გლიცერინი
  • იოდი
  • ამიაკის სპირტი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. თითოეული ინგრედიენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით. მოათავსეთ ყველაფერი საშუალო ზომის მინის ქილაში და კარგად აურიეთ.
  2. მალამო დაიტანეთ დაზიანებულ სახსარზე და შეიზილეთ. ზემოდან შემოიხვიეთ პარკი. შალის შემოხვევა არ არის საჭირო. კომპრესი დაიტოვეთ დილამდე.
  3. პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში. ტკივილი თანდათან გაგიყუჩდებათ, შემდეგ კი საერთოდ გაგიქრებათ.

მკურნალობის დასაწყისში მალამომ შეიძლება გამოიწვიოს მცირე წვის შეგრძნება. მოცემული სიმპტომი გასაძლისი უნდა იყოს, ხოლო ძლიერი წვის შეგრძნებისას კომპრესი უნდა მოიხსნათ და პროცედურა მოგვიანებით გააგრძელოთ.

ცადეთ, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და შედეგით ისიამოვნეთ.