სახსრების სისუსტეს, შარდმჟავას დონის მომატებასა და ანემიას წარსულში მოიტოვებთ, თუ ჭინჭრის ჩაის მიირთმევთ

ჭინჭარი ბუნებრივი ქმნილებაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ამტკიცებს თავის სამკურნალო ძალას.

ოპტიმალური ჯანმრთელობის მისაღწევად ყველაზე მთავარია ცხოვრება ბუნებასთან პარტნიორობით!

სამკურნალო მცენარეების გამოყენება შესანიშავი გზაა ბუნებასთან კავშირის აღსადგენად. სტატიაში ვისაუბრებთ საოცარ ქმნილებაზე ჭინჭარზე. ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მსუსხავი მცენარე მრავალ დაავადებათა საუკეთესო მკურნალად გვევლინება. სამკურნალო თვალსაზრისით ჭინჭარი ყველაზე კარგი გაზაფხულის დასაწყისშია, როდესაც იწყებს ზრდას და ჯერ ისევ ქორფაა. ჭინჭრის დაახლოებით 5 სმ-იან ღეროები უნდა მოჭრათ და გაახმოთ.

ჭინჭრის ფოთლების შემადგენლობაში არის ისეთი ქიმიური ნივთიერებების ნარევი, როგორიცაა: ჰისტამინი, აცეტილქოლინი, სეროტონინი, ფორმჟავა. აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ვიტამინებს: A, C, D და K.

ჭინჭრის ყველაზე მოხმარებადი ნაწილებია: ფოთლები და ფესვები, რადგან ზრასრული მცენარის ღერო საკმაოდ უხეშია.

იხილეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ იმ პრობლემათა ჩამონათვალი, რომელთაც ეფექტურად უმკლავდება ჭინჭარი:

  • რკინისა და ქლოროფილის მაღალი შემცველობის წყალობით ჭინჭარი გამოიყენება ანემიის სამურნალოდ;
  • ხსნის დაღლილობას;
  • ჭინჭრის ფესვი სასარგებლოა პროსტატის გადიდებული ჯირკვლის სამკურნალოდ;
  • საშარდე გზების ინფექციებისთვის;
  • შარდმდენი საშუალებაა;
  • ხსნის ართრიტს, სახსრების ტკივილს და სახსრებიდან გამოდევნის შარდმჟავას;
  • აჩერებს ადგილობრივ სისხლდენას;
  • ანტიჰისტამინური თვისებების გამო ჭინჭარი გამოიყენება ჭინჭრის ციების, გამონაყარისა და კანის სხვა გაღიზიანებების დროს;
  • ჭინჭარს აფროდიზიაკსაც კი უწოდებენ;

განსაკუთრებუთით არომატულია ჭინჭრის, მოცხარისა და ალუბლის ქორფა ყლორტების ჩაი. თერმოსში ჩაყარეთ ზემოთ ჩამოთვლილ მცენარეთა ყლორტები და დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი. ნაყენს 1 საათის შემდეგ დაამატეთ დაახლოებით 1 ს. კ. ჭინჭრის ფოთლები. გააჩერეთ კიდევ 1 საათი და შემდეგ გადაწურეთ.

სამკურნალო ჩაი დაგიბრუნებთ ჯანმრთელობას, ძალასა და მხნეობას. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 2-3-ჯერ თითო-თითო ფინჯანი. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და ლიმონი.

გაითვალისწინეთ, რომ ჭინჭარს აქვს სისხლის გათხევადების უნარი. თვითმკურნალობა და სხვადასხვა ხალხური რეცეპტების გამოყენება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენთვის, თუ არ გამოიჩენთ ზომიერებას. სამკურნალო საშინაო საშუალებების გამოყენებამდე ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლაა რეკომენდებული.

მიირთვით ჭინჭრის საოცრად არომატული სამკურნალო ჩაი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.