პროპოლისისა და თაფლის კომბინაცია განსაკუთრებით ეფექტურია გაციებისა და ფილტვების დაავადებათა სამკურნალოდ, ზოგადი კეთილდღეობისთვის, აუმჯობესებს ძილს და საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა. პროპოლისის 10%-იანი ნაყენის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში.
პროპოლისის ნაყენის 20 წვეთს დაამატეთ ნახევარი ჩ. ჭ. ცხელი რძე. თუ თქვენ ვერ ეგუებით რძეს, მაშინ შეამცირეთ მისი რაოდენობა ჭიქის მეოთხედამდე ან სუფრის კოვზამდე.
პროპოლისის ნაყენი შეგიძლიათ თვითონაც მოამზადოთ
საჭირო ინგრედიენტები:
- პროპოლისი 5 გრ
- სპირტი 75%-იანი 50 მლ ან 96%-იანი 45 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პროპოლისს დაასხით 50 მლ 75%-იანი სპირტი, მაგრამ თუ სპირტი 96%-იანია, მაშინ საკმარისი იქნება 45 მლ. პროპოლისი დაჭერით, დაასხით სპირტი და 10 დღე გააჩერეთ სიბნელეში.
- დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და შედეთ მაცივარში. ნაყენი შეიძლება წლობით გედოთ მაცივარში და მთელი ოჯახისთვის გამოიყენოთ.
- სამკურნალო საშუალება მიიღეთ საღამოს, ძილის წინ. როდესაც უკვე გაემზადებით დასაძინებლად, დალიეთ ნაყენი და შეეცადეთ მშვიდად დაიძინოთ.
თუ თქვენს პაატარას სურდო აქვს, ძილის წინ დაალევინეთ ფინჯანი თბილი რძე, რომელშიდაც ჩააწვეთებთ 2 წვეთ პროპოლისს. დილით თქვენი პატარა ჩვეულებრივ სუნთქავს. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ტუბერკულიოზი პროპოლისის ნაყენით ეფექტურად ინკურნება.
გასტრიტისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს ერთ-ერთ უძლიერეს მკურნალად გვევლინება პროპოლისის ნაყენი. ცხელ რძეში ჩააწვეთეთ პროპოლისის რამდენიმე წვეთი და დალიეთ დაძინებამდე. პროპოლისის ნაყენი პანკრიასის დაავადებათა მკურნალადაც გვევლინება.
გამოიყენეთ ეს უძლიერესი მკურნალი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.