სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა დამოკიდებულია ტკბილზე. ეს თქვენს სხეულში პარაზიტების არსებობის სიმპტომია. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო მოსახლების მესამედი პარაზიტებით არის დაავადებული. როგორც წესი, ადამიანმა არც კი იცის ორგანიზმში საშიში მტრების არსებობის შესახებ.
პარაზიტები, როლებიც ბინადრობენ ჩვენს ორგანიზმში, გვართმევენ ენერგიას. ენერგიის აღსადგენად კი საუკეთესო გამოსავალი ტკბილეულის მიღებაა, რადგან გლუკოზა, რომელიც ტკბილის შემადგენლობაშია, უზრუნველყოფს სხეულის სწრაფ ენერგეტიკულ დანამატს.
თუ პარაზიტებისგან გათავისუფლდებით ტკბილის მოთხოვნილებაც აღარ გექნებათ. ეს თავის მხრივ, ხელს შეუწყობს წონის ნორმალიზებას. თუ პარაზიტებისგან გაიწმინდება თქვენი ორგანიზმი, მოგეხსნებათ დაღლილობა, სისუსტე და თავის ტკივილები. შედეგად დააბალანსებთ მეტაბოლიზმს.
როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი პარაზიტებისგან ბუნებრივი გზით?
პარაზიტებისგან გასათავისუფლებლად ყველაზე ეფექტური არის ხალხური საშუალებები. სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალების რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სელის თესლი 150 გრ
- მიხაკი 15 ცალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები დაფქვით ყავის საფქვავში. მიღებული ფხვნილი მოათავსეთ თავდახურულ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
- მიიღეთ დღეში ერთხელ 2 ს. კ. ოდენობით.
- მკურნალობის ხანგრძლივობა სამი დღე.
შეგიძლიათ ფხვნილი დაამატოთ მომზადებულ საუზმეს, მიირთვით და დააყოლოთ ფინჯანი თბილი წყალი.
ნარევი გამოიყენეთ ერთი თვის განმავლობაში. უმჯობესია თუ ნორმას არ გადააჭარბებთ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში გარკვეული რეაქციები, როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი, ჰერპესი. განავალი და შარდი შეიცვლის ფერს. ეს იმის ნიშანია, რომ მიმდინარეობს ორგანიზმის წმენდა.
რატომ არის სელი და მიხაკი ეფექტური ყველა სახის პარაზიტებისთვის?
მიხაკი უძველესი დროიდან გამოიყენება ინფექციების, ჭიის კვერცხების და პარაზიტების წინააღმდეგ. გარდა ამისა, იგი გაჯერებულია ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და პარაზიტების საწინააღმდეგო თვისებებით. ის მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებით, ევგენოლით.
ამბობენ, რომ მიხაკი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პარაზიტების თითქმის ყველა კვერცხუჯრედს.
მიხაკს აქვს ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და ძლიერი, ფართო სპექტრის ანტიმიკრობული თვისებები.
მიხაკისა და სელის თესლის კომბინაცია ითველბა პარაზიტებისგან გასათავისუფლებელ საუკეთესო ნარევად. სელის თესლი მდიდარია ბოჭკოებით, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავებიდან ნარჩენებთან ერთად პარაზიტების გამოდევნას.
შედეგის გასაუმჯობესებლად და რეციდივების თავიდან ასაცილებლად, სასურველია სელის თესლი მიიღოთ უზმოზე.
რეკომენდებულია სამკურნალო პროცედურებთან ერთად კვების რაციონს დაამატოთ გოგრის თესლი, მზესუმზირის თესლი, კაკალი, ოხრახუში, კამა, ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები, მიღეთ ყველაფერი ახალი და ნედლი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.