პური თხევადი ცომისგან, რომელიც არ იფშხვნება და იდეალურია სენდვიჩების მოსამზადებლად

მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული პური ძალიან გემრიელი და არომატულია. პური არ იფშხვნება და იდეალურია სენდვიჩების მოსამზადებლად.

არომატული პურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 0,3 ლ თბილი წყალი
  • გრ საფუარი
  • 3 ს. კ. გამდნარი კარაქი
  • 1 ჩ. კ. მარილი
  • 1 ს. კ. თაფლი
  • 320 გრ პურის ფქვილი
  • ფეტვის ფქვილი 6 ს. კ.
  • ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ
  • 1 კვერცხი
  • 1 ს. კ. წყალი

მომზადების წესი:

  1. გაცრილ ფქვილს დაამატეთ საფუარი.
  2. წყლის მოცემულ რაოდენობას ააკელით 3 ს. კ. წყალი, ხოლო დანარჩენს დაამატეთ გამდნარი კარაქი, თაფლი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  3. ფქვილიანი მასა თანდათან დაამატეთ წყლიან მასას და ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე, შემდეგ სიჩქარეს მოუმატეთ. თქვეფთ, დაახლოებით 3-4 წუთი.
  4. თასს გადააფარეთ საკვების ცელოფანი და დააყოვნეთ 20 წუთი.
  5. 3 ს. კ. თბილ წყალს დაამატეთ მარილი, აურიეთ და დაასხით ცომს. ცომს ზელთ 1-2 წუთი. ცომი უნდა იყოს თხელი და წებოვანი.
  6. პურის საცხობი ფორმას წაუსვით ზეთი. გადაიტანეთ მასში მზა ცომი და გაათანაბრეთ. ფორმას გადააფარეთ ცელოფანი და 20 წუთი გააჩერეთ. შემდეგ მოხსენით ცელოფანი და კიდევ 10 წუთი დააყოვნეთ.
  7. კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ წყალი, მარილი და კარგად აურიეთ. მზა ნარევი დაიტანეთ ცომზე და თანაბრად წაუსვით.
  8. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. პურს გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი. მზა პური ფორმიდან 15 წუთის შემდეგ ამოიღეთ.

გემრიელად მიირთვით!