სტატიაში შემოგთავაზებთ მუსკატის კაკლის ბაზაზე მომზადებული 3 ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ კანის ტონირებას და ფერის გაუმჯობესებას.
რას ნიშნავს კანის ტონირება? ტონირება სახის წმენდის პროცესში უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს პროცესი აცოცხლებს კანს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. იგი მოიცავს სამ ნაბიჯს წმენდა, დარბილება და დატენიანება.
1. მუსკატის კაკალი, თაფლი და დარიჩინი
მის ბაზაზე მომზადებული ნიღბები საოცრად ეფექტურია გამონაყარისთვის, ლაქებისა და ნაწიბურებისთვის. აკნესა და მუწუკებისთვის გამოიყენეთ მუსკატის კაკალი, თაფლი და დარიჩინი კი კანს არბილებს.
საჭირო ინგრედიენტები:
- მუსკატის კაკალი 2 ს. კ.
- თაფლი 2 ს. კ.
- დარინიჩინი 2 ს. კ.
მომზადების წესები: მოცემული ინგრედიენტები ხის კოვზით კარგად აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 30 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ. განსაკუთრებით კი, მაშინ თუ თქვენ ლაქები ან კანის ანთება გაქვთ.
2. მუსკატის კაკალი და რძე
შემოგთავაზებთ მატონიზირებელი და დამატენიანებელი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც სახის კანისთვის საოცრად ეფექტურია.
საჭირო ინგრედიენტები:
- რძე 1 ს. კ.
- მუსკატის კაკალი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და ყელის მიდამოებში. გაიჩერეთ 25 წუთი და შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ.
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
3. ვარდის წყალი, ზაფრანა და მუსკატის კაკალი
ამ სამი ინგრედიენტის კომბინაცია საოცრად ეფექტურია კანისთვის. ნიღაბი აცოცხლებს და აახლებს კანს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ვარდის წყალი 2 ს. კ.
- მუსკატის კაკალი 2 ს. კ.
- ზაფრანა მწიკვი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და დაიყოვნეთ 15 წუთი. სახე თბილი წყლით დაიბანეთ.
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტების მიხედვით საოცრად ეფექტური ნიღბები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.