შემოგთავაზებთ გოგრის რბილობის ბაზაზე მომზადებული გემრიელი და სამკურნალო სმუზის რეცეპტს.
გოგრა სამკურნალო მცენარეა. გოგრის რბილობი შეიცავს ბოჭკოებს, პექტინს, D, A და C ვიტამინებს, რკინას, ტყვიას, თუთიას და სხვა ნუტრიენტებს.
გოგრა ბუნებრივი შარდმდენია. წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ზედმეტი სითხისგან. უმი გოგრა შესანიშნავი არჩევანია სისხლში შაქრის შესამცირებლად, ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად, ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, ამიტომ კარგია ანემიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის.
გოგრა როგორც ნედლი სახით, ისე მოხარშული ძალიან სასრგებლოა გულისთვის, თირკმელებისთვის.
გოგრის სმუზის საშუალებით ორგანიზმს გააჯერებთ საჭირო საკვები ნივთიერებებით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- უმი გოგრის რბილობი (კუბებად დაჭრილი) ნახევარი ჩ. ჭ.
- იოგურტი ნახევარი ჩ. ჭ.
- ჯავზი 1/8 ჩ. კ.
- დარიჩინი ¼ ჩ. კ.
- ყინულის 4 კუბი
მომზადებისა და მიღების წესები:
- მოცემულ ინგრედიენტებს დაამატეთ ყინულის კუბები და დააბლენდერეთ. მასა უნდა გახდეს კრემისებური. დალიეთ მოზადებისთანავე. შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ. კ. თაფლი.
- გემრიელი და სასარგებლო სმუზი მიიღეთ 6-7 დღე. შემდეგ დაისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ მიღება.
ჩართეთ თქვენი კვების რაციონში ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სმუზები, კოქტეილები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!