დაღლილობა, თავის ტკივილები, წონაში მატება და სისუსტე მიგვანიშნებს, რომ ტოქსიკური ნარჩენებით დატვირთულ მსხვილ ნაწლავს დახმარება სჭირდება.
როდესაც მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად ვიყენებთ ხილსა და ბოსტნეულს, არჩევანი უნდა შევაჩერთ ბოჭკოებით მდიდარ პროდუქტებზე.
გაიწმინდეთ მსხვილი ნაწლავი ვაშლის დახმარებით. შემოგთავაზებთ ვაშლის ბაზაზე მომზადებული გამწმენდი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც მავნე ნარჩენებისგან გაითავისუფლებთ მსხვილ ნაწლავს და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
ხსნადი და უხსანადი ბოჭკოებით მდიდარი ვაშლი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა, რომელიც გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.
სელის თესლი და ჩია, რეცეპტში შემავალი კიდევ ორი ინგრედიენტი, ეფეტქურად წმენდს მსხვილ ნაწლავს მავნე ნარჩენებისგან.
შემოთავაზებული საშუალების ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტი არის სელის თესლი – პროდუქტი, რომელიც გაჯერებულია უჯრედისით (ბოჭკოებით). სელის თესლი აფერხებს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკსაც, ასევე შეიცავს ნაერთებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას. სელის თესლი აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
ჩიის თესლი მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
საჭირო ინგრედიენტები:
- კუბიკებად დაჭრილი ვაშლი 1 ცალი
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ჩიის თესლი 1 ს. კ.
- სელის თესლი (დაფქვილი) 1 ს. კ.
- წყალი 1 ფინჯანი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები, ჩიის გარდა, აურიეთ. დაასხით წყალი და დაამატე ჩიაც. 5 წუთის განმავლობაში კარგად ურიეთ, სანამ ჩიის თესლიც არ დიწყებს მომატებას. დალიეთ სასმელი ყოველ დღე ორი კვირიდან ერთ თვემდე. ისიამოვნეთ და ამავე დროს გაიწმინდეთ მსხვილი ნაწლავი მავნე ნარჩენებისგან.
თუ თქვენ მიირთმევთ დიდი რაოდენობით ვაშლს ან იმ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს ბოჭკოებს, დალიეთ ბევრი წყალი. ამ გზით ხელს შეუწყობთ ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნარჩენებისგან.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.