4 ფაქტორი, რომელიც ანადგურებს ჩვენს სისხლძარღვებს. როგორ ავირიდოთ თავიდან მათი დაცობა

სწორედ სისიხლის მეშვეობით მიეწოდება ჩვენს ორგანოებს მათი მუშაობისათვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები. დაბლოკილი არტერიები ზრდის სხვადასხვა დაავადებათა განვითარების რისკს. მაგრამ ეს პრობლემა თავდაპირველად არ იწვევს დისკომფორტს და შეუმჩნეველი რჩება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდეთ და თავიდან აიცილოთ რისკ ფაქტორები.

სისხლძარღვები სისხლის გადამზიდია, მაშასადამე, მთელ ორგანიზმს ასაზრდოებს ჟანგბადითა და სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. სისხლძარღვები უნდა იყოს ყოველთვის სუფთა და ელასტიური, რათა სისხლმა მიაღწიოს ყველა ორგანომდე და ორგანიზმის თითოეულ უჯრედამდე.

1. მოწევა

მოწევა ავიწროებს კაპილარებს, რის გამოც ორგანოები ვეღარ იღებენ სისხლს. ნიკოტინი თავს ესხმის სისხლძარღვების შიდა ფენას და აზიანებს უჯრედებს. გარდა ამისა, ნიკოტინმა შეიძლება გამოიწვიოს როზაცეას განვითარება.

2. შაქარი

სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს სისხლძარღვების შიგნითა კედლებს. გარდა ამისა, დიაბეტს შეუძლია გამოიწვიოს მრავალი დაავადების განვითარება. სისხლში შაქრის მუდმივად მაღალი დონე ანადგურებს სისხლძარღვების დამცავ ფენას.

3. ქოლესტერინი

როდესაც სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონე მატულობს, მისი მკვრივი მასები ილექება ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე, რაც ჯერადად ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს.

4. ჰიპერტენზია

როდესაც სისხლძარღვები დაზიანებულია, მაღალი არტერიული წნევა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. დიდმა ზეწოლამ სისხლძარღვების კედლებზე შეიძლება გამოიწვიოს მათი დახეთქვაც კი.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეწევა, აქვს დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა, სისხლძარღვების დაავადებათა განვითარების ბევრად უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

როგორ გავიძლიეროთ სისხლძარღვები და ავირიდოთ თავიდან მათი დაზიანება?

  1. სპორტი

დაკავდით სპორტით, რათა დაუბრუნოთ სისხლძარღვების კედლებს ელასტიურობა და გაიძლიეროთ ისინი. ცხოვრების ჯანსაღი სტილი კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

2. შეინარჩუნეთ ნორმალური წონა

შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ნორმალური წონა. ჭარბი კილოგრამები და ცხიმოვანი ფენები მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. სხეულის ოპტიმალური მასის დაკარგვა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.

3. დაბალანსებული კვება

ჯანსაღი, დაბალანსებული კვება – ის, რაც აუცილებლად გჭირდებათ გულისა და სისხლძარღვების გასაძლიერებლად. იკვებეთ გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტებით და მაქსიმალურად მოერიდეთ გაჯერებულ ცხიმებს. დღის განმავლობაში იკვებეთ რაც შეიძლება ხშირად, თუმცა აუცილებლად პატარ-პატარა ულუფებით.

4. მწვანე ბოსტნეული

ხილისა და ბოსნტეულის შეფერილობა მათში შემავალი პოლიფენოლებითაა განპირობებული. მიირთვით დიდი რაოდენობით მწვანე პროდუქტები, რათა მოამარაგოთ მთელი სხეული სასარგებლო მიკროელემენტებით და შეიმციროთ ცუდი ქოლესტერინის დონე.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, იზრუნეთ სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე და თავიდან აიცილეთ მოსალოდნელი საფრთხე.

დიდი მედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!