როგორ მოვამზადოთ არომატული და ნაზი ფუნთუშები საკუთარი ხელით. 5 მარტივი რეცეპტი

სტატიაში შემოგთვაზებთ უმარტივესად მოსამზადებელი უგემრიელესი ფუნთუშების 5 საუკეთესო რეცეპტს. მათი გამოცხობა დამწყებ დიასახლისაც კი არ გაუჭირდება.

აირჩიეთ სასურველი რეცეპტი და გააბედნიერეთ თქვენი ოჯახის წევრები. რა ჯობს სამზარეულოდან გამოფრქვეული საამო სურნელით გაღვიძებას და დედიკოს ხელით გამომცხავრი ფუნთუშებით დღის დაწყებას.

1. ფუნთუშები მაწვნით

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 350 გრ
  • მაწონი 350 გრ
  • ზეთი 1 ს. კ.
  • შაქარი 2 ჩ. კ.
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • მარილი 1,5 ჩ. კ.

მომზადების წესები:

  1. აურიეთ ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი, შაქარი.
  2. ცალკე თასში ჩაასხით მაწონი, ზეთი, ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. მომზადებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე.
  3. გაყავით 8-10 თანაბარ ნაწილად და გამოხელეთ გუნდებად. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  4. დააწყვეთ ცომის პატარა გუნდები და მოაყარეთ ზემოდან შაქარი.
  5. ფუნთუშები გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.
  6. სურვილისამებრ შეგიძლიათ ფუნთუშების ცომს დაამატოთ ჩირები, ვანილი.
  7. თუ გსურთ, რომ ფუნთუშები ტკბილი არ იყოს, მაშინ ზემოდან შაქრის ნაცვლად სეზამის მარცვლები მოაყარეთ.

2. ფუნთუშები რძით

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 2 ჩ. ჭ.
  • რძე 1/3 ჩ. ჭ.
  • ზეთი 1/3 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 3 ჩ. კ.
  • მარილი ½ ჩ. კ.

მომზადების წესები:

  1. აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი (თუ ტკბილი ფუნთუშები გსურთ, დაამატეთ შაქარი, ხოლო უშქროს შეგიძლიათ დაამატოთ ორეგანო, იგივე თავშავა ან რეჰანი).
  2. დაამატეთ რძე,ზეთი და მოზილეთ ცომი.
  3. ცომი გააბრტყელეთ მრგვალად 3-4 სმ-ის სისქეზე, ჭიქის საშუალებით გამოჭერით წრეები და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტია დაფენილი.
  4. ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუს ტემპერატურაზე.
  5. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ ფუნთუშები არ შეწითლდება.
  6. თუ თქვენი არჩევანი ტკბილ ფუნთუშებზე შეჩერდა, მაშინ ზემოდან მოაყარეთ ყავისფერი შაქარი.

3. ფუნთუშები კარაქით და კეფირით

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 400 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • კეფირი 250 მლ
  • კარაქი (დარბილებული) 175 გრ
  • მარილი ¾ ჩ. კ.
  • გამაფხვიერებელი 1/2 ჩ. კ.
  • სოდა ½ ჩ. კ.

მომზადების წესები:

  1. ფქვილი გაცერით. აურიეთ გამაფხვიერებელი, სოდა, მარილი. დარბილებულ კარაქს დაასხით კეფირი და მოზილეთ ცომი.
  2. მომზადებული ცომი გააბრტყელეთ, გამოჭერით სხვადასხვა ფორმის ფიგურები: სამკუთხედები. წრეები, ხვეულლები და დაიტანეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი არის დაფენილი.
  3. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე და ფუნთუშები გამოაცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში.
  4. თუ გსურთ ფუნთუშებს გამოცხობამდე ზემოდან წაუსვით კეფირი და მოაყარეთ შაქარი.

4. საფუარიანი ფუნთუშები

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 20-25 ს. კ.
  • რძე 1 ჩ ჭ.
  • ზეთი ¼ ჩ. ჭ.
  • წყალი ½ ჩ. ჭ.
  • საფუარი 1,5 ჩ. კ.
  • მარილი ½ ჩ. კ.
  • შაქარი გემევნებით

მომზადების წესები:

  1. წყალში ჩაყარეთ საფუარი, დაამატეთ 2 ს. კ. ფქვილი და მასა გასაფუებლად დადგით თბილ ადგილზე. საფუვრიანი მასა გადაასხით დიდ თასში, დაასხით რძე და ზეთი, დაამატეთ შაქარი, მარილი, ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი.
  2. მომზადებული ცომი ცოტა ხანს დააყოვნეთ. შემდეგ გამოხელეთ 50 გრ-იანი გუნდები. შემდეგ თითოეული გააბრტყელეთ 2 სმ-ის სისქეზე და დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
  3. ფუნთუშები ზემოდან დანის საშუალებით ოდნავ ჩააღრმავეთ და გააჩერეთ 5 წუთი.
  4. ფუნთუშები გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში. და როცა შეწითლებას დაიწყებს, მზად არის.
  5. მზა ფუნთუშებს სწრაფად გადაუსვით ცივი წყალი და გადააფარეთ ტილო.
  6. შეგიძლიათ ფუნთუშები უშაქროდ მოამზადოთ. დაამატეთ ქონდარი ან სხვა მწვანილები.

5. შაქრიანი ფუნთუშები

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 6 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 4 ცალი
  • რძე 1 ¾ ჩ. ჭ.
  • კარაქი (დარბილებული) დაახლოებით 2 ს. კ.
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 1 ს კ.
  • ვანილი

მომზადების წესები:

  1. როგორ მოვამზადოთ ტკბილი ფუნთუშები სწრაფად და მარტივად?
  2. აურიეთ ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და შაქარი.
  3. შუაში ამოაღრმავეთ და ჩაახალეთ 3 კვერცხი, ჩაასხით რძე და მოზილეთ ცომი.
  4. მომზადებული ცომი დაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. გააბრტყელეთ 2,5 სმ-ის სისქეზე. გამოჭერით ფუნთუშები და დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
  5. მეოთხე კვერცხი გატეხეთ, კარგად ათქვიფეთ, წაუსვით ზემოდან ფუნთუშებს და მოაყარეთ შაქარი.
  6. ფუნთუშები გამოაცხვეთ 220 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღულემში 12-15 წუთის განმავლობაში.
  7. ფუნთუშების ცომს შეგიძლიათ დაამატოთ ჩირები ან ნიგოზი.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი, მოამზადეთ უგემრიელესი ფუნთუშები და გააბედნიერეთ ოჯახის წევრები.