მწვანე სასმელები ეფექტურად წმენდს ნაწლავებს, ღვიძლს, თირკმელებს, გამოდევნის ტოქსინებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
თუ გსურთ, რომ თავს ახალგაზრდად გრძნობდეთ, გაიწმინდოთ ნაწლავები, გაითავისუფლოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან, შეჰმატოთ საკუთარ თავს ენერგია და გაიძლიეროთ იმუნიტეტი, თქვენი კვების რაციონს დაამატეთ მწვანე სმუზები.
თქვენ მიერ არჩეული მწვანე სმუზის რეგულარულად მოხმარება ერთ-ერთი საუკეთესო ჩვევაა, რისი შეძენაც შეგიძლიათ. თუ შვილები გყავთ, მათ ყოველდღიურად უნდა მოუმზადოთ მწვანე კოქტეილები. გაითვალისწინეთ, რაც უფრო ადრე დააწყებინებთ თქვენს პატარებს სმუზების მიღებას, მით უფრო შეეჩვევიან მათ გამოყენებას.
საჭირო ინგრედიენტები:
- სტაფილო (პატარა) 2 ცალი
- ბროკოლი (რამდენიმე ტოტი)
- ოხრახუში (რამდენიმე ღერი)
- შეგიძლიათ დაამატოთ ვაშლი და კიტრი
მომზადების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. დაამატეთ 1 ჩ. ჭ. წყალი, ცოტა ჰიმალაის ან ზღვის მარილი და გემრიელად მიირთვით.
რატომ უნდა მივირთვათ ეს სასმელი?
სტაფილო დაგეხმარებათ შეიმციროთ გულის დაავადებებისა და მაღალი არტერიული წნევის რისკი. სტაფილო ანემიისა და აკნეს საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. სტაფილო ხელს შეუწყობს ღვიძლის გაწმენდას.
ბროკოლი სტაფილოს მსგავსად, იცავს თქვენს მხედველობასა და ორგანიზმს. ხელს უწყობს ზედმეტი ესტროგენების მოშორებას, რაც ასოცირდება მკერდის კიბოს განვითარების მაღალ რისკთან.
ვაშლი დაგეხმარებათ ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებაში. აძლიერებს ტვინის ფუნქციონირებას, აგარიდებთ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებს.
კიტრის წვენი ეფექტურად გამოიყენება ართრიტის წინააღმდეგ, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებებლი ტრაქტის ფუნქციონირებას, აგრეთვე გამოიყენება ეგზემას, აკნესა და ფსორიაზის სამკურნალოდ.
ოხრახუში გაგათავისუფლებთ პირის ღრუს არასასიამოვნო სუნისგან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მსხვილი ნაწლავი ტოქსიკური ნარჩენებითაა დატვირთული. ოხრახუში ხელს უწყობს საშარდე გზებში ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების აღმოფხვრას.
გაითვალისწინეთ მოცემული ინფორმაცია, რეგულარულად მიიღეთ სამკურნალო საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.