როცა ბაღის მცენარეებზე ვსაუბრობთ, მარცვლეულებზე ძალიან იშვიათად ვლაპარაკობთ. არადა ლანდშაფტის კომპოზიციაში მარცვლოვანი კულტურები თვალსაჩინო ადგილს იმსახურებენ. მათ სილამაზით ბაღის ნებისმიერი მკვიდრის დაჩრდილვა შეუძლია.
დეკორატიული ბალახი
ბოლო დროს მოწინავე მებაღეები თავიანთ ნაკვეთს ნატურალურ სტილში აფორმებენ და ბუნებრივი უწესრიგობით ლამაზ, მარცვლოვან ბალახებს რგავენ. ასეთი „ველური“ ბაღის შექმნისას ფავორიტი მაღალი მარცვლოვანი კულტურებია.
დეკორატიული ბალახი უპრეტენზიოა, მის გასაზრდელად ნებისმიერი ნიადაგი გამოგადგებათ. პროცესს დამწყები მებაღეც კი გაუმკლავდება. დღეს გთავაზობთ 10 ყველაზე გასაოცარ დეკორატიულ ბალახს, რომელიც ნებისმიერ ნაკვეთს სამოთხის კუთხედ გადააქცევს.
მცენარეები ბაღში
1. ლეგა წივანა დაბალი ზომის ბალახს მიეკუთვნება. მისი ვიწრო, დახვეწილი ფოთოლი დაბალ (დაახლოებით 30 სმ) ფუმფულა მოლურჯო ფერის წვერს ქმნის. ის ლამაზ ზღარბს ჰგავს, რომელიც შავ წვერს ყვავილებს ნიადაგში მალავს.
2. დიდი წყლის მანანა – ეფექტური მრავალწლიანი მარცვლეული 1 სმ სიმაღლემდე იზრდება და ბრტყელი, მწვანე ფოთლები აქვს. ფოთლებზე გრძელი კრემისფერი ზოლები მცენარეს დახვეწილობას და ელეგანტურობას მატებს. უხვ ტენიანობას და ხანგრძლივ გვალვას ადვილად იტანს.
3. ქერი (Hordeum jubatum) – დიდებული მრავალწლიანი მცენარე, რომელიც საშუალო ზომის მარცვლეულს მიეკუთვნება. ის უამრავ ბადისებრ ნაწნავს ქმნის, რომელიც მსუბუქ ნიავზე გრაციოზულად ირხევა. სწორი მოვლის პირობებში მცენარე არ მოკვდება. მისი თანაყვავილედი მშრალი თაიგულის შექმნაში გამოიყენება.
4. კურდღელკუდა (Lagurus ovatus) სახელს დამსახურებულად ამართლებს: მისი პატარა, ფუმფულა თანაყვავილედი კურდღლის კუდს ძალიან ჰგავს. უჩვეულო მარცვლეული მებაღეებს ელეგანტურობის და მშრალ კომპოზიციებში ლამაზი აქცენტის შექმნისთვის უყვართ.
5. ვაციწვერა განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება. ყვავილობის დროს თავისი ტალღოვანი აბრეშუმისებრი რიგებით გვაოცებს. თუ გვერდით აყვავებული მცენარეა დარგული, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყვავილი ნისლით არის გარემოცული. ვაციწვერა თავის ხიბლს გვიან შემოდგომამდე არ კარგავს.
6. ფეტვი (Panicum virgatum) თავის დეკორატიულ სახეს მთელი წელი ინარჩუნებს. ნაზი ყვავილები ფოთლებთან კომბინაციაში, მოციმციმე წითელ ან ყვითელ ყვავილებთან ერთად ფეტვს უბრალოდ შეუდარებელს ხდის! მისი სახეობის უმეტესობას ზაფხულში სასიამოვნო მწვანე ან ლურჯ-მომწვანო ფერის ფოთლები აქვს, ზოგიერთი კი წითელ-მოყავისფერო ფერი აქვს.
7. იმერული მაწაქი ყველაზე დახვეწილ მებაღესაც კი გულგრილს არ დატოვებს. მისი ღია წითელი ცილინდრული ფოთლები ზეცისკენ საზეიმოდ არის აღმართული. ფოთლების სპეციფიკური ფორმა გაჯერებული წითელი შეფერილობით და შავი ზოლებით ხალხურ სახელს „წითელი ელვა“ სრულად ამართლებს. ბევრ მებაღეს და ლანდშაფტის დიზაინერს იმერული მაწაქი დიდებული გარეგნული მხარის და უპრეტენზიობის გამო უყვარს.
8. პენისეტუმი როგორც მარტო, ასევე მცირე ჯგუფში ძალიან თვალწარმტაცია. დიდებულად გამოიყურება სხვადასხვა დაბალი ზომის მცენარეებთან ერთად, რომლებიც მის მოხდენილ ფოთლებს არ ჩრდილავენ.
პენისეტუმის ბევრ სახეობას დიდი ზომები აქვს, ამიტომ შეგიძლიათ ღია მზის ქვეშ, უკანა ფონზე დარგოთ. ყვავილობის დაწყების დროს მოჭრილი ღერო მშრალი თაიგულის შესანიშნავი მასალაა.
9. კორტადერია ან პამპის ბალახი მარცვლოვანი ოჯახის ძალიან გრაციოზული მცენარეა. ყვავილობს აგვისტოდან ყინვების დაწყებამდე. მას ვერცხლისფერი, ვარდისფერი და ოქროსფერ-მოყვითალო თანაყვავილედი აქვს. მაღალ პამპის ბალახთან ახლოს შეგიძლიათ დასასვენებელი ზონა შექმნათ: შეზლონგი და ბაღის სკამი დადგით.
ზამთარში პამპის ბალახი ბინას შესანიშნავად დაამშვენებს, თუ მას გაახმობთ და ლარნაკში ჩადებთ.
10. მისკანტუსი ყველაზე პოპულარული, გიგანტური დეკორატიული მარცვლეულია მებაღეობაში. მისკანტუსი თავისი სილამაზით, მრავალფეროვანი ფორმებით და სახეობებით, ამინდის პირობებთან შეგუებით და ბაღის დიზაინში გამოყენებით შეუდარებელია.
ეს ბალახი მთელი ზაფხული, შემოდგომა და ნაადრევ ზამთარშიც კი კარგად გამოიყურება. 2,5 მ სიმაღლის ფუმფულა ბუჩქს ქმნის. მოხდენილი თაღებით დახრილი გრძელი ფოთლები ფანტანის ეფექტს ქმნიან. მოთამაშე ოქროსფერ, ოქროსფერ-მოვარდისფერო ან ვერცხლისფერი თანაყვავილედი ზამთრის თაიგულის შესაქმნელად გამოიყენება.
ეზოს დიზაინში მაღალი მცენარეები შენიღბვის ფუნქციას წარმატებით ასრულებენ. თითოეულ ნაკვეთზე მოიპოვება ადგილი, სადაც ხელი არ მიგვიწვდება. ასეთ ადგილას დეკორატიული მცენარის დარგვით ბაღის უშნო კუთხეს მოვლილ და დახვეწილ იერს შეძენთ.
ამ მცენარეების დახმარებით ოცნების ბაღის შექმნას შეძლებთ. მარცვლოვანი კულტურის რომელი სახეობა მოგეწონათ? ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიამ ბაღში ლანდშაფტში დეკორატიული მარცვლოვანი ბალახების გამოყენება შთაგაგონათ. თქვენი მიწის ნაკვეთი უფრო ლამაზი, ჰაეროვანი და გამოხატული გახდება.