მჭიდრო სამოსის გამოყენებამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, რომელთაც ხშირად სერიოზული გართულებები მოჰყვება ხოლმე. რეკომენდებულია ატაროთ ისეთი სამოსი, რომლებშიდაც თავს კომფორტულად და თავისუფლად იგრძნობთ.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არსებობს არც თუ ისე პატარა სია იმ პრობლემებისა და დარღვევებისა, რომელთაც საფუძვლად მჭიდრო ტანსაცმლის ტარება შეიძლება ჩაეყაროს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ.
რატომ არ უნდა ჩავიცვათ ზედმეტად მჭიდრო და არაკომფორტული ტანსაცმელი?
1. გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე
მჭიდრო სამოსი აფერხებს ნორმალურ სისხლის მიმოქცევას. ეს ზეწოლას ახდენს ფეხებისა და თეძოების მიდამოებზე, რაც იწვევს შეშუპებას და შეიძლება ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო იყოს.
2. ცუდი საჭმლის მონელება
მჭიდრო ქვედაბოლოებისა და შარვლების ტარება აფერხებს საჭმლის მონელებას. ჭამის შემდეგ კუჭი ფართოვდება და ამ მიდამოში წნევამ შეიძლება გამოიწვიოს მჟავიანობა და რეფლუქსია.
3. ზურგის ტკივილი
მჭიდრო შარვლებმა და მაისურებმა შეიძლება სხეულს არ მისცეს მოდუნების უფლება, შედეგად კი ზურგის ტკივილი გამოიწვიოს. რამდენიმე დღე ატარეთ თავისუფალი სამოსი და განსხვავებას მაშინვე შეამჩნევთ.
მჭიდრო სამოსის შედეგად კუნთები გადატვირთულია და ხერხემალი უფრო მეტი ძალისხმევით მუშაობს.
4. ვარიკოზული ვენები
ფეხებზე ძალიან მჭიდრო სამოსის ზეწოლა უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ვენების ჯანმრთელობაზე და ის საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს ვარიკოზს.
5. ცელულიტი
სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად ზედმეტად მჭიდრო ტანსაცმლის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს ცელულიტების ფორმირება.
6. სასქესო ორგანოების დაავადებები
სასქესო ორგანეობის მიდამოებში მჭიდრო სამოსის შედეგად წარმოქმნილი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა იწვევს სოკოვანი ინფექციებისა და ბაქტერიების გავრცელებას. ეს საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ჯირკვლების ტკივილი.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და მოერიდეთ ზედმეტად მჭიდრო სამოსის ტარებას. ყოველთვის შეაჩერეთ არჩევანი ტანსაცმელზე, რომელშიდაც მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობთ თავს.