ხარისხიანი გამოძინება დიდ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ კარგ სიზმრებს ვნახულობთ. მეცნიერების რწმუნებით, სიზმარი სრულიად სხვა განზომილებაა, რომელიც ჩვენი გონებით კონტროლდება.
ადამიანების გარკვეულ, საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა, რომ სიზმარი გაცილებით ღრმა და დიდ აზრს ატარებს, ვიდრე ერთი ნახვით ჩანს. ის, რასაც ძილის დროს ვხედავთ, პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს ქვეცნობიერთან.
12 ყველაზე გავრცელებული სიზმარი და მათი საიდუმლო მნიშვნელობა
1. ყუთები – იმედგაცრუება, საიდუმლოებები
– თუ თქვენ სიზმარში ხშირად ხედავთ ყუთებს, ეს ნიშნავს, რომ საიუდმლოებებით მოცული ადამიანი ხართ. იმ შემთხვევაში, თუ ყუთები ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ დიდი იმედგაცრუების წინაშე დგახართ.
2. სიმაღლიდან ვარდნა – ნერვიულობა, საკუთარი თავის კონტროლის დაკარგვა
სიზმარში სიმაღლიდან ვარდნა ნიშნავს, რომ თქვენ ნელ-ნელა საკუთარი თავის კონტროლს კარგავთ.
3. კატები – ძალა
სიზმარში კატების ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ სულიერად ძალიან ძლიერი ადამიანი ბრძანდებით.
4. კბილები – ჯანმრთელობა, დაბერების პროცესი, გარეგნობა
– სიზმარში კბილის ამოღება ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან გეშინიათ დაბერების.
5. ჭიანჭველები – გაღიზიანება, დაძაბულობა
– სიზმარში ჭიანჭველების ხილვა ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებაში დაძაბული ხართ და სერიოზული პრობლემის წინაში დგახართ.
6. თმა – თავისუფლება, სექსუალურობა და მატერიალური მდგომარეობა
– თქვენ ათვითცნობიერებთ, თუ რისი გაკეთება მოგიწევთ წარმატების მისაღწევად.
7. წყალი – ამბიცია და რისკი
– ეს ნიშნავს, რომ თქვენ რისკის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით და არასდროს უშვებთ ხელიდან შანსს.
8. ფრენა – პოზიტიურობა და თავისუფლება
– ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებაში უდიდესი, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
9. გზა – მოგზაურობა
– ეს ნიშნავს, რომ თქვენ იმ მიზნის მიღწევამდე რამდენიმე ნაბიჯი გილკიათ, რომელსაც დიდხანს ელოდით.
10. ტალახი – არეულობა, უძრაობა
– არსებობს თქვენს ცხოვრებაში ისეთი რაღაც, რაც ძალიან გაღელვებთ ან გრძნობთ თავს ისე, თითქოს ცხოვრებაში უმოძრაოდ გაიჭედეთ. უკვე დროა წინ შემდეგი ნაბიჯები გადადგათ!
11. მწვანე ფერი – ვნება და სიყვარული
– როდესაც თქვენს სიზმარში მწვანე ფერი დომინირებს, ეს ნიშნავს, რომ წინ გასაოცარი, სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ.
12. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ტანსაცმლის გარეშე – დაეუცველობა
– ეს ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტად გაინტერესებთ სხვა ადამიანების აზრი და მათი დამოკიდებულება თქვენს მიმართ.