თუკი თქვენ ფრჩხილებს დააკვირდებით, მაშინ მათ დასაწყისში ღია ფერის არეებს შეამჩნევთ. მათ მთვარეები ეწოდებათ. ისინი ფერს, ზომას და ფორმას იცვლიან, რაც შესაძლოა თქვენს ორგანიზმში გაჩენილი პრობლემის მანიშნებელი იყოს. მათი მიხედვით შეგიძლიათ დროულად აღმოაჩინოთ დაავადება, რის გამოც მთვარეებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია.
როდესაც მთვარე იცვლება ერთ თითზე
ნეკა თითზე მთვარე როგორც წესი თითქმის შეუმჩნეველი ან სრულიად უჩინარი უნდა იყოს. იგი დაკავშირებულია თირკმელების, ნაწლავების და გულის მუშაობასთან. ამ თითზე მთვარის გაზრდა სისხლის წნევის გაზრდის ნიშანია.
არათითის მთვარე რეპროდუქციული და ლიმფური სისტემების მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ოდნავ შესამჩნევი მთვარე შესაძლოა მონელების პრობლემებზე მიანიშნებდეს.
შუათითი ტვინის და კარდიოვასკულარული სისტემის მუშაობასთანაა კავშირში. ამ თითზე მთვარის არარსებობა სისხლის მაღალ წნევაზე და ვასკულრულ პრობლემებზე მიანიშნებს.
საჩვენებლი თითის მთვარე შეიძლება მთლიანად გაქრეს ან შესამჩნევად დაპატარავდეს ნაწლავების და პანკრეასის დაავადებების გაჩენის შემთხვევაში.
ცერა თითის მთვარე ფილტვების და ელენთის მუშაობასთანაა კავშირში. იგი ყველაზე ხილვადია და ფრჩხილის 25 პროცენტზე მეტი არ უნდა ეკავოს. არტერიული ჰიპერტენზიის გაჩენის შემთხვევაში იგი შეიძლება ძალიან დაპატარავდეს ან გაიზარდოს.
ზედმეტად დიდი მთვარე
მთვარე დიდად ითვლება, როდესაც იგი ფრჩხილის მესამედს ან უფრო მეტს ფარავს. ისინი მიანიშნებენ კარდიოვასკულარული სისტემების პრობლემებზე, გულის რითმის დარღვევაზე და სისხლის დაბალ წნევაზე. ისინი როგორც წესი ათლეტებში და ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში გვხვდება. თუკი ადამიანი სპორტით არაა დაკავებული, მაშინ დიდი მთვარე შესაძლოა დიდი სტრესის შემთხვევაში გაუჩნდეს.
პატარა მთვარე
პატარა მთვარეები სისხლის დაბალ წნევაზე და მისი მიმოქცევის პრობლემებზე მიანიშნებენ. ეს შეიძლება სუსტი იმუნური სისტემის, ცუდი მეტაბოლიზმის და რკინისა და B12 ვიტამინის ნაკლებობის ნიშანი იყოს.
უხილავი მთვარე
ისინი ბავშვების თითებზე ხშირად უჩინარია და დროთა განმავლობაში ჩნდება. ზოგიერთ ადამიანს ისინი საერთოდ არ უჩნდება ფრჩხილის სპეციფიური ფიზიოლოგიური სტრუქტურის გამო. თუმცა, მთვარის მოულოდნელი გაქრობა თანამედროვე მედიცინაში მიმოქცევის პრობლემების ნიშნად ითვლება. კვლევების მიხედვით მთვარის გაქრობა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე და ასევე რკინის და B12 ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს.
მთვარის ფერის ცვლილება
ნაცრისფერი მთვარე მიანიშნებს ქრონიკულ დაღლილობაზე, მონელების პრობლემებზე და მინერალების გადამუშავების პრობლემებზე ორგანიზმის მიერ.
თეთრი მთვარე ჯანსაღი და ბუნებრივია. ასეთი მთვარეები კანზე უფრო ღია ფერის უნდა იყვნენ.
იასამნისფერი მთვარე სისხლის სუსტი მიმოქცევის და ჟანგბადის ნაკლებობის ბრალია ორგანოებსა და ქსოვილებში. თავბრუსხვევა და თავის ტკივილები ხშირად ჩნდება მათთან ერთად.
ვარდისფერი (წითელი) მთვარეები შესაძლოა დაბალ ფიზიკურ აქტივობაზე და ფილტვების პრობლემებზე მიანიშნებდეს.
შავი მთვარეები იშვიათი და ძალიან საშიში ნიშანია. როგორც წესი ის მეტალით სერიოზულად მოწამვლაზე მიანიშნებს.