5 ბუნებრივი მეთოდი ფრჩხილისა და კანის სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად

სოკო თქვენს კანზე შეიძლება წლების განმავლობაში  არსებობდეს და არ იწვევდეს პრობლემებს, მაგრამ ზოგჯერ გარკვეულ ფაქტორებს შეიძლება მოჰყვეს სოკოვანი ინფექციების წარმოქმნა. როგორც წესი არსებობს სხვადასხვა ტიპის სოკოვანი ინფექციები. ეს ინფექციები შეიძლება ჩამოყალიბდეს კანის ზედაპირზე ან კანის ნაკეცებს შიგნით, ან ნებისმიერ სხვა მიდამოებში. იწვევს მწვავე ქავილს და წყლულების წარმოქმნას.

უამრავი ბუნებრივი პროდუქტი არსებობს, რომელთა წყალობით, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე,  შეძლებთ სოკოვანი ინფექციებისგან განკურნებას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას, რამდენიმე საუკეთესო პროდუქტზე, რომლებიც სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო უძლიერესი სამკურნალო საშუალებებია და იხილეთ მათ ბაზაზე მომზადებული ხალხური რეცეპტები.

ნიორი

ნიორი სოკოს საწინააღმდეგო უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, ამიტომ განსაკუთრებით ეფექტურია ნებისმიერი ტიპის სოკოვანი ინფექციისთვის. გარდა ამისა, ნიორს აქვს ანტიბაქტერიული და ანტიბიოტიკური თვისებები.

დაჭყლიტეთ 2 კბილი ნიორი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. მომზადებული საშუალება შეიზილეთ დაზიანებულ აგილებზე და დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კარგად შეიმშრალეთ.

ვაშლის ძმარი

ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ვაშლის ძმარი ეფექტურად გამოიყენება ნებისმიერი ტიპის სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ.

ქოქოსის ზეთი

ცხიმოვანი მჟავებით გაჯერებული ქოქოსის ზეთი მოქმედებს როგორც სოკოს აღმოსაფხვრელი ბუნებრივი ფუნგიციდები.

ქოქოსის ზეთი ფრთხილად შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ და აკონტროლეთ ინფექციის ზრდა.

ვაგინალური ინფექციის დროს ორგანულ ქოქოსის ზეთში გააჯერეთ ტამპონი და დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ. გაიჩერეთ 2 საათი. შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ დღეში ერთხელ ინფექციის აღმოფხვრამდე.

ორეგანოს ზეთი

ანტიმიკრობული თვისებებით გაჯერებული ორეგანოს ზეთი სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა.

თანაბარი რაოდენობით აიღეთ ორეგანოსა და ზეითუნის ზეთები და აურიეთ. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და დაიტოვეთ რამდენიმე საათით.

ორეგანოს ზეთის 3 წვეთი დაამატეთ 1 ჩ. ჭ. წყალს და მომზადეებული ნარევი მიიღეთ დღეში 2-ჯერ.

1 ან 2 კაფსულა ორეგანოს ზეთი მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჭამის შემდეგ.

კურკუმა

კრკუმა კარგად ცნობილი ანტისეპტიკი, ანტიბიოტიკი და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. კურკუმა უძლიერესი სამკურნალო პროდუქტია, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ გამოჯანმრთელობას. და ასევე ხელს უშლის ინფექციის გამეორებას.

კურკუმას ფესვის წვენი შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე. დაიტოვეთ 2-3 საათი და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2 ჯერ, სანამ ინფექცია არ გაგივლით.

კიდევ ერთი ალტერნატიული საშუალებაა ფინჯან ადუღებულ რძეს დაამატეთ 1 ჩ. კ. კურკუმა, ცოტა თაფლი და მიირთვით სანამ ცხელია.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ნუ გადაიხდით ზედმეტს, გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული შემოთავაზებული საშუალებები და თავი დააღწიეთ ამ ვერაგ ინფექციას.