ჯანჯაფილისა და ალოე ვერას ნარევი ერთ-ერთი უძლიერესი სამკურნალო ნატურალური სასმელია.
ბუნებრივი მედიცინაში ეს ორი კომპონენტი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. ჯანჯაფილისა და ალოე ვერას სასმელი გნსაკუთრებით ეფექტურია ზოგადად ქალების ჯანმრთელობისთვის. შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ინფუზიის წყალობით გაიმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და დაიკლებთ წონაში.
ალოე ვერა ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია ქსოვილების, განსაკუთრებით კი, კუჭის ლორწოვანი გარსის ქსოვილების რეგენერაცია.
უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა ჯანჯაფილი, რომელიც აფერხებს ჰელიკობაქტერია პიროლის ყველა შტამის ზრდას, რომელიც იწვევს გასტრიტს. პირველ რიგში, სასმელი მოქმედებს როგორც ეფექტური თავდაცვა ამ ბაქტერისთან დაკავშირებული გასტრიტისგან და წყლულებისგან.
ინფუზია მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მოგიხსნით გულისრევასა და დისიკომფორტს.
ანთების საწინააღმდეგო სასმელი აფერხებს კუჭის წყლულის ლორწოვანი გარსის ანთებას.
გამოიყენება როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
იხილეთ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა ტკივილით გამოწვეულ დისკომფორტს მოგიხსნით ჯანჯაფილისა და ალოე ვერას კომბინაცია.
- ოსტეოართრიტით გამოწვეულ ტკივილს
- კუნთოვანი მასის ტკივილს
- თავის ტკივილის
- მენსტრუალური ტკივილი
- ვარიკოზული ვენების თანმხლები ტკივილი
ჯანჯაფილი მოქმედებს როგორც ნატურალური ანალგეტიკი, თითქმის იგივე თვისებებით გაჯერებული როგორც იბუპროფენი.
ალოე ვერა ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა და ართრიტით გამოწვეული ტკივილების ეფექტურ მკურნალად გვევვლინება.
ჯანჯაფილისა და ალოე ვერას ნარევი თქვენი ორგანიზმის საუკეთესო სკრაბია და გამოდევნის ტოქსინებსა და მავნე ნარჩენებს.
სასმელი ასწრაფებს მეტაბოლიზმს და წვავს მუცლის ღრუში არსებულ ცხიმებს.
როგორ მოვამზადოთ ალოე ვერასა და ჯანჯაფილის ნაყენი
საჭირო ინგრედიენტები:
- გახეხილი ჯანჯაფილი ½ ჩ. კ. (დაახლოებით 25 გრ)
- ალოე ვერას გელი 1 ს. კ. (15 გრ)
- წყალი 1 ჩ. ჭ. (200 მლ)
- თაფლი 1 ჩ. კ. (7,5 გრ)
მომზადების წესები:
- პირველ რიგში, აადუღეთ წყალი.
- ადუღებისთანავე დაამატეთ გახეხილი ჯანჯაფილი და ალოე ვერას გამჭირვალე გელი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 15 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10 წუთი.
- ალოე ვერასა და ჯანჯაფილის ნაყენს აქვს უკუჩვენებაც. დაიმახსოვრეთ, ნუ გამოიყენებთ ჯანჯაფილს თუ თქვენ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ ან ჰიპერტენზიით ხართ დაავადებული.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მომზადეთ შემოთავაზებული ნარევი, რომელიც თქვენს ორგანიზმს მრავალ სარგებელს მოუტანს.
იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!