როგორ გავიწმინდოთ არტერიები და გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ბროწეულის დახმარებით

ამ საოცარ ხილს შეუძლია შეაფერხოს გულის იშემიური დაავადებების პროგრესირება.

პირველ რიგში, მის შემადგენლობაში შედის უამრავი ვიტამინი, მინერალი და მიკროელემენტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ბროწეულის შემადგენლობაში შემავალი ოთხი მთავარი ვიტამინია:  C, P, B6 და B12.

ბროწეული აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მისი რეგულარულად გამოყენება აფერხებს კუჭის კიბოს განვითარებას.

იხილეთ იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა განვითარებას აგარიდებთ ბროწეული:

  • ამცირებს ანთებას არტერიებში
  •  გულის კუნთში ლიპიდების დაგროვებას
  •  გულის კუნთში მაკროფაგების ინფილტრაციას
  • აგარიდებთ გულის გადიდების საფრთხეს
  • ამცირებს ეკგ-ში ცვლილებების დონეს
  • რა უპირატესობები მოაქვს ბროწეულს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს:
  • ბროწეული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა
  • ამცირებს სისხლის წნევას
  • ბროწეული ამცირებს სისხლში ჟანგვით სტრესს.

ბროწეულის წვენი შეიცავს ბუნებრივ ანგიოტენზინებს, რომლებიც გარდაქმნის ფერმენტების ინჰიბიტორულ თვისებებს და წარმოადგენს აზოტის ოქსიდის გამაძლიერებელს. ეს არტერიული წნევის შემცირების ორი ცნობილი მეთოდია.

ბროწეული ანტიბაქტერიული საშუალებაა. ის გაჯერებულია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით.

ბროწეული უძლიერსი ანტიოქსიდანტია. ის ამცირებს სისხლში ჟანგვით მიმდინარე ჟანგვით პროცესებს, რაც გულის დაავადებათა გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია.

ბროწეული განსაკუთრებით სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროს. იგი ხელს უშლის არტეტიებში ქოლესტერინის წარმოამნას.

როგორც ხედავთ, ეს წვნიანი ნაყოფი მართლაც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის. მიირთვით ის რეგულარულად, რათა მოამარაგოთ ორგანიზმი სასარგებლო მიკროელემენტებით. გისურვებთ ჯანმრთელობას!