თქვენი ყოველდღიური ძილის რუტინა შესაძლოა წონის სწრაფი მომატების მიზეზი გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია იცოდეთ იმ ყველაზე პრობლემური ასპექტების შესახებ, რომელსაც ამ უსიამოვნო შედეგის გამოწვევა შეუძლია აქტიური ცხოვრების წესის ქონის დროსაც კი:
1. ღამის სასუსნავები
ღამით ჭამა გასუქებას იწვევს, თუმცა ამას ასევე შეუძლია ქოლესტეროლის და ინსულინის დონის გაზრდაც ჩვენს ორგანიზმში. 6 საათის შემდეგ წახემსება ასევე ჰორმონალურ პროცესებზეც ახდენს ნეგატიურ ეფექტს.
2. ღამით ყავის დალევა
ყავის დალევა არ შეიძლება დაძინებამდე მინიმუმ 6 საათის განმავლობაში. ყავაში არსებულ ქლოროგენულ მჟავებს ასევე აკავშირებენ გასუქებასთან, რის გამოც სჯობს მის მაგივრად დალიოთ მცენარეული ჩაი.
3. არასაკმარისი ძილი
ძილის ჯანსაღი ხანგრძლივობაა 7-8 საათი დღეში. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია აღმოაჩინეს, რომ ძილის უკმარისობა ნეგატიურ ეფექტებს ახდენს მეტაბოლიზმის პროცესებზე. ასევე უძილობა დაღლილობას იწვევს, რის გამოც ფიზიკური აქტივობები გაკლდებათ.
4. ვარჯიშის ნაკლებობა
ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა თქვენს მეტაბოლიზმს და კალორიების წვის პროცესს აუმჯობესებს. დღეში 15 წუთით გასეირნებაც კი დამატებით 100 კალორიის დაწვას გამოიწვევს.
5. მოწყობილობების გამოყენება საღამოს პერიოდში
ლურჯი შუქის გამოსხივების შედეგად ელექტრონული მოწყობილობები იწვევენ ძილის ნაკლებობას და შესაბამისად წონაში მატებასაც. გაჯეტები თქვენს ორგანიზმს მელატონინის გამოყოფაში უშლიან ხელს, რაც აუცილებელი ჰორმონია ძილის ციკლების რეგულაციისთვის.
6. მაღვიძარის არასწორ დროს ჩართვა
დილით რაც უფრო ადრე დაინახავს თქვენი ორგანიზმი დღის შუქს, მით უფრო მცირე იქნება თქვენი სხეულის მასის ინდექსი. დამტკიცებულია, რომ გარეთ არსებული ბუნებრივი სინათლის 20-30 წუთი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენს წონაზე. ამიტომ მიეფიცხეთ მზეს ნაადრევად და ირბინეთ დილაობით გარეთ.
7. თქვენ გარშემო არსებული არასწორი ფერები
ლურჯი ფერი ხელს უწყობს დამშვიდებას და უკეთ გამოძინებას. იგი ასევე შიმშილს გრძნობის შემცირებასაც იწვევს. წითელი და სტაფილოსფერი ფერები კი თქვენ უფრო ენერგიულს გხდით და შიმშილის გრძნობასაც გიჩენთ. სწორედ ასეთი ასპექტების გათვალისწინებით უნდა მოაწყოთ თქვენი საძინებლის ფერები.