თმის ცვენას იწვევეს სხვადასხვა ფაქტორები: სტრესმა, ფეხმძიმობამ, მენოპაუზამ, წონის დაკლებამ და სხვა მრავალმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესის დაჩქარება.
შემოგთავაზებთ საშინაო შამპუნის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში.
როგორ მოვამზადოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო საშინაო შამპუნი?
პირველ რიგში შეარჩიეთ ბუნებრივი პროდუქტების საფუძველზე დამზადებული საბავშვო შამპუნი, რომელიც იქნება საშინაო შამპუნის ძირითადი იგრედიენტი და დაამატეთ 3 პროდუქტი.
- როზმარინის ეთერზეთი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უზრუნველყოფს თმის სიძლიერეს.
- ლიმონის ეთერზეთი, რომელიც გააცოცხლებს თმას და ამავე დროს საუკეთესო ანტისეპტიკია.
- ორი წვეთი E ვიტამინი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში. E ვიტამინი ძალიან სასარგებლოა თმის ცვენის პროცესის შესაფერხებლად.
მომზადების წესი:
- შამპუნს დაამატეთ მოცემული იგრედიენტები, დაიტანეთ
- თავის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით, დაიყოვნეთ 10 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. საშინაო შამპუნი გამოიყენეთ დღეგამოშვებით.
შედეგით აღფრთოვანდებით. რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თმა აღარ გცვივათ, მოცულობამ მოიმატა, სიგრძე კი საკმაოდ გაიზარდა.
ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ უმარტივესი საშინაო შამპუნი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.