ღვიძლი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა. მისი მთავარი ფუნქცია სისხლის ტოქსინებისგან და დაბინძურებისგან გაწმენდაა.
ორგანიზმის მოწამვლა ალკოჰოლით, მედიკამენტებით და დამუშავებული საკვებით ამცირებს ღვიძლის უნარს, ებრძოლოს დაავადებებსა და ტოქსინებს.
როდესაც ღვიძლი ჯანმრთელია, მაშინ მთელი ორგანიზმი ჯანმრთელია.
რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ აღადგინოთ ღვიძლის ჯანმრთელობა?
ბუნებრივი მედიცინა დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. სტატიაში შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალების, ქიშმიშის წყლის, რეცეპტს, რომლის დახმარებითაც გაიწმენდთ ღვიძლს.
ქიშმიშიანი წყალი კვებავს და ასტიმულირებს ღვიძლის ფერმენტებს, ეხმარება სისხლის გაწმენდაში.
მიიღეთ ქიშმიშის ნახარში ერთი კვირის განმავლობაში და გაიუმჯობესეთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება და ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.
საჭირო ინგრედიენტები:
- წყალი 2 ჩ. ჭ.
- ქიშმიში 150 გრ
მომზადების წესები:
- პირველ რიგში, გაასუფთავეთ ქიშმიში.
- 15 წუთით ჩაალბეთ წყალში, შემდეგ კარგად გარეცხეთ.
- წყალი აადუღეთ და ჩაყარეთ ქიშმიში.
- ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე და გააჩერეთ მთელი ღამე.
- მეორე დილით ნახარში გადაწურეთ და დალიეთ. სასურველია თუ იმ დღეს დაიცავთ მარხვას.
- გამოყენებული ქიშმიში შეჭამეთ. არ შეიძლება მისი მეორედ გამოყენება. შეინახეთ მაცივარში და ნელ-ნელა მიირთვით.
- გირჩევთ, სამკურნალო სასმელის მომზადება დაიწყოთ ღამით.
- მკურნალობის ხანგრძლივობა 1 კვირა. შეგიძლიათ ყოველთვიურად გაიმეოროთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს ჯანმრთელობაზე.