თუ თქვენ საჭმლის მიღების შემდეგ დუნდებით და გრძნობთ დისკომფორტს, მუცელი კი ძალიან გებერებათ, ყურადღება უნდა მიაქციოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
ჭამის შემდეგ თქვენი ორგანიზმი ენერგიის დიდ ნაწილს საკვების მონელებას ახმარს და, როდესაც ეს პროცესი ოპტიმალურად არ მიმდინაროებს, გრძნობთ არა მხოლოდ დაღლილობას, არამედ ქრონიკული დაავადებებისადმი უფრო მგრძნობიარე ხდებით.
მიიღეთ ცერეცოს ჩაი და გათავისუფლდით შებერილი მუცლისგან, მავნე ნარჩენებისგან, გაიაქტიურეთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, გაიუმჯობესეთ ნაწლავების მოქმედება, ხელი შეუშალეთ გაზების დაგროვებას და მოიშორეთ ზედმეტი ცხიმოვანი ფენები.
ცადეთ, მოამზადეთ გემრიელი ჩაი და შედეგი მიიღეთ სწრაფად და მარტივად. პირობას გაძლებთ, სასიამოვნო ცვლილებებს მალევე იგრძნობთ.
იხილეთ რეცეპტი
2 ფინჯანი ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 2 ჩ. ჭ.
- ცერეცოს თესლი 1 ჩ. კ.
- ქინძის თესლი ½ ჩ. კ.
- მწვანე ჩაი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- თერმოსში ჩაყარეთ მწვანე ჩაი, ცერეცოს თესლი და დაასხით ადუღბული წყალი.
- დააყოვნეთ 20 წუთით და შემდეგ გადაწურეთ.
- შეგიძლიათ თაფლით დაატკბოთ.
- ერთი ფინჯანი მიირთვით საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ხოლო მეორე ფინჯანი – სადილობამდე.
- სამკურნალო საშუალების ყოველდღიური მიღებიდან ერთ კვირაში გააკეთეთ მინიმუმ 10 დღიანი შესვენება.
მოამზადეთ სასარგებლო და სამკურნალო ჩაი და მოიგვარეთ მრავალი პრობემა. გისურვებთ ჯანმრთელობას!