კბილებზე არსებული ნადები უყურადღებობის შედეგად ქვებად გადაიქცევა, რომლებიც პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ესთეტიკურადაც უსიამოვნო დასანახია.
სასწრაფოდ გადადით მოქმედებაზე და მოიშორეთ კბილებიდან ქვები, რადგან მათი დაგროვება ჯანმრთელობასთან დაჯავშირებულ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერეს ბუნებრივ საშუალებას, რომლის წყალობითაც შეძლებთ კბილებს შეუნარჩუნოთ სითეთრე. ნუ გადაიხდით ზედმეტს, ყურადღებით წაიკითხეთ სტატია და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტების საშუალებით მოიგვარეთ ეს პრობლემა.
საჭირო ინგრედიენტები:
- საკვები სოდა 1 ჩ. კ.
- კბილის ჯაგრისი
- წყალბადის ზეჟანგი 1 ფინჯანი
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- თბილი წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
- პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- სოდა და მარილი ერთმანეთში აურიეთ, სველი ჯაგრისი ჩაყავით ნარევში და 5 წუთის განმავობაში გაიხეხეთ კბილები.
- წყალბადის ზეჟანგისა და თბილი წყლის ნარევი 1 წუთის განმავლობაში ჩაიგუბეთ პირში, შემდეგ გადმოაქციეთ და ბოლოს გამოივლეთ ნახევარი ჭიქა ცივი წყალი.
- გაიხეხეთ კბილები ჯაგრისით, მაგრამ ფრთხილად იმოქმედეთ, ღრძილები არ დაიზიანოთ. ბოლოს გამოივლეთ ანტისეპტიკური საშუალება.
- პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ, სანამ კბილებზე არსებული ქვები არ მოგშორდებათ.
- გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან სოდის ზედმეტი სიხშირით გამოყენებამ ემალის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს.
შემოგთავაზებთ კიდევ რამდენიმე რჩევას, რომელთა საშუალებით შეძლებთ კბილებიდან ქვების მოშორებას და ლამაზი ღიმილის შენარჩუნებას.
გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და უმარტივესი გზით მოიგვარეთ მოცემული პრობლემა.
- კბილებზე წაისვით მარწყვი და დაიტოვეთ 5 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გამოივლეთ სოდისა და თბილი წყლის ნარევი.
- იცით თუ არა, რომ თუ ჭამის წინ მიირთმევთ შვეიცარულ ყველს ან ჩედარს ხელს შეუწყობთ მჟავეების განეიტრალებას, რომლებიც იწვევს კბილებზე ნადების წარმოქმნას.
- მთავარია, კბილების გამოსახეხად იქონიოთ რბილი ჯაგრისი. კბილები გაიხეხეთ რამდენიმე მიმართულებით.
- გამოიყენეთ კბილების საწმენდი ძაფი. ის ქვების მოსაშორებლად მნიშვნელოვანი ნივთია.
- ცხარე საკვები ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლებს, რაც ზრდის ნერწყვის დონეს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.