ნაზი და ჰაეროვანი შოკოლადის საოცრება, რომლის გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ. ის მზადდება საკმაოდ სწრაფად და მარტივად.
სტატიაში შემოგთავაზებთ შოკოლადის ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც ოჯახის ყველა წევრზე და მეგობარზე საოცარ შთაბეჭდილებას მოახდენს.
ნამცხვარი, რომელიც ჩაის მომაჯადოებელ არომატთან ერთად კიდევ ერთ ლამაზ დღეს გაჩუქებთ.
საჭირო ინგრედიენტები ცომისთვის:
- შოკოლადი 150 გრ
- კარაქი 80 გრ
- კვერცხი 2 ცალი და 4 კვერცხის ცილა
- შაქარი 150 გრ
- ვანილი
- კაკაო 15-25 გრ
- გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ.
- ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ 400 გრ შოკოლადი.
მომზადების წესი:
- დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ 2 ცალი კვერცხი, ვანილი და გამდნარი შოკოლადი.
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ კაკაო და გამაფხვიერებელი ან სოდა.
- კვერცხისა და ფქვილის მასები ერთმანეთში აურიეთ.
- ცალკე ათვიფეთ 4 ცალი კვერცხის ცილა. ამოფუშფუშებულ ბეზეს თანდათან შეთქვიფეთ დარჩენილი შაქარი.
- ღრუბელივით ფაფუკი და ჰაეროვანი მასა ფრთხილად შეურიეთ ფქვილიან მასას.
- აიღეთ 26 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა, ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, ფრთხილად გადაიტანეთ ცომი და ბისკვიტი გამოაცხვეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე.
- დაახლოებით 40 წუთში ნამცხვარი მზად იქნება. ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და გაციეთ. შემდეგ გაჭერით შუაზე.
- ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი და წაუსვით ჯერ პირველ ფენას. შემდეგ დაადეთ მეორე ფენა და ზემოდან დაფარეთ შოკოადით.
სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი შოკოლადიც. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი ან ქოქოსის ფანტელი. ადამიანის ფანტაზიას არ აქვს საზღვრები, ამიტომ ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
მოამზადეთ ჰაეროვანი, ფუმფულა, უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვარი და დაიტკბეთ ცხოვრება.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!