სახე თქვენი სხეულის განსაკუთრებით მგრძნობიარე ნაწილია და ყველაზე მეტად აისახება მასზე ჟამთა სვლა.
წლები გვემატება და იმატებს სახეზე ნაოჭები, ლაქები და სხვა ასაკის თანმხლები პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად ქალბატონები ძალისხმევას არ იშურებენ. ისინი მიმართავენ ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებს. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს ან რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი, როცა ბუნება მდიდარია ნატურალური პროდუქტებით, რომლებიც ეფექტურ შედგს მოცემთ და კიდევ დიდხანს დატკბებით თქვენი სილამაზით.
ყველამ კარგად იცით, რომ ასპირინი შედგება სალიცილის მჟავისგან. ამ ნაერთს აქვს კანის ფორებში შეღწევისა და მკვდარი უჯრედების მოცილების უნარი.
გარდა ამისა, ის ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ამცირებს შეშუპებას და აკნესგან გამოწვეულ სიწითლეს.
ლიმონის წვენი მდიდარია C ვიტამინით, რომლის ასპირინთან კომბინაცია გასაოცარ შედეგს იძლევა.
იხილეთ ასპირინის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტები
ასპირინი და ლიმონის წვენი
დაგჭირდებათ:
- ასპირინი 3 აბი
- ლიმონის წვენი 3 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ასპირინის აბები დაფხვენით. ფხვნილი თასში ჩაყარეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მიიღებული მასა დაიტანეთ სახის კანზე და დაიყოვნეთ 10 წუთი. შემდეგ სახე კარგად დაიბანეთ.
ასპირინი, მაწონი და თაფლი
საჭირო ინგრედიენტები:
- ასპირინი 5 აბი
- მაწონი 1 ს. კ.
- თაფლი ½ ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პირველ რიგში, ასპირინი დაფხვენით და მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
სახეზე დაიფინეთ თბილი წყლით დატენიანებული ტილო. ამ მეთოდით უზრუნველყოფთ ფორების გახსნას. შემდეგ სახე შეიმშრალეთ, ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და 30 წუთი დაიტოვეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გამწმენდი ნიღაბი
საჭირო ინგრედიენტები:
- ასპირინი 3 აბი
- თბილი წყალი 3 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ასპირინი დაფხვენით და ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით ცხელი წყალი და აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. შემდეგ სახე კარგად დაიბანეთ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ შემოთავაზებული ნიღბები, რომელთა შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.