6 გზა, რომლითაც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავთ სამსახურში ჯდომისას

ექიმების მიხედვით მწვავე დაღლილობის, კუნთების და სახსრების ტკივილის შემთხვევების 75% კომპიუტერთან არასწორ პოზაში ჯდომისა და სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსის არასწორად დაცვის ბრალია. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენენ სპეციალისტები სპეციალურ რეკომენდაციებს, რომლებიც მსგავსი მიზეზით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებისგან დაგიცავთ:

ფეხების ტკივილი

არ გადააჯვარედინოთ თქვენი ფეხები. ეს აუარესებს სისხლის მიმოქცევას, ჭყლითავს ნერვებს და დაბუჟებული ფეხის სინდრომს იწვევს. ასევე სკამის სიმაღლე ისე უნდა აარჩიოთ, რომ თქვენი ფეხები ჰაერში არ იყოს გამოკიდებული და მისი კიდე არ უნდა აწვებოდეს თქვენს მუხლებს. სწორად ჯდომისას ფეხები 90 გრადუსიანი კუთხით უნდა იყოს მოხრილი.

ზურგის ტკივილი

სკამის საჯდომი სივრცე უნდა ემთხვეოდეს თქვენი თეძოების ზომას. თუ ზედმეტად დიდ სკამზე ზიხართ, მაშინ ამოიდეთ წელთან ბალიში ზედმეტი წონის ასატანად. ამის გარეშე თქვენ დაბლა ჩამოცურდებით შეუმჩნევლად და ზურგს ზედმეტად დაჭიმავთ. სკამის საზურგეს წელის ნატურალური ფორმა უნდა ჰქონდეს, რათა ზურგმა კითხვის ნიშანის ფორმა არ მიიღოს.

ხელების დაღლა

როდესაც კომპიუტერთან მუშაობთ, თქვენი ხელები გამუდმებით დაძაბულ მდგომარეობაშია. მათი არასწორ მდგომარეობაში დიდი ხნით ყოფნამ შესაძლოა დილაობით საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს ხელების არეში. მხრების და მკლავების პოზიცია სწორ მდგომარეობაში იქნება მაშინ, თუკი მაუსისა და კლავიატურის პოზიცია იდაყვების სიმაღლეზე იქნება განთავსებული. თქვენი ხელები იდაყვების არეში 90 გრადუსით უნდა იყოს მოხრილი, რათა თავისუფლად განათავსოთ იგი მაგიდაზე.

კისრის ტკივილი

კისრის ტკივილის თავიდან ასარიდებლად მონიტორის სწორ პოზიციაში განთავსებაა საჭირო. თუ ის ზედმეტად დაბლაა, მაშინ თქვენ ზურგის მოხრა ან დაბლა ჩამოწევა გიწევთ. ეს ინტერვერტებრული დისკების წინა ნაწილებზე ზეწოლას ზრდის და შესაძლოა თიაქარიც კი გამოიწვიოს. დაჯექით სკამში, დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. ამის შემდეგ გაახილეთ თვალები და პირველი წერტილი, რომელსაც თქვენი თვალები წინ შეხედავენ, სწორედ ეკრანის სწორი პოზიცია გახლავთ.

დაღლილი თვალები

როდესაც კომპიუტერთან დიდი ხანი მუშაობთ, შესაძლოა ე.წ კომპიუტერის სინდრომი დაგემართოთ, რაც მოიცავს დაბურულ მხედველობას, მათ სიმშრალეს და სიწითლეს. ამის შემდეგ ჩნდება თავის ტკივილებიც. ამის თავიდან ასაცილებლად განათავსეთ მონიტორი თვალების სიმაღლეზე და მათგან 50 სანტიმეტრით დაშორებით. ასევე დაიცავით ეკრანი ყველანაირი ანარეკლისგან, რომელიც მასზე შესაძლოა მაგალითად ფანჯრიდან შემოსული სინათლის წყალობით გაჩნდეს.

ასევე სასარგებლოა სპეციალური სათვალეების ხმარება, რომელიც თვალებს ეკრანის უარყოფითი ზეგავლენისგან დაიცავს და ასევე დადებითად იმოქმედებს თქვენს მხედველობაზეც.

არ დაგავიწყდეთ თვალის ვარჯიშებიც. შეგიძლიათ გაიხედოთ ფანჯრიდან ან მოათვალიეროთ ოთახი თვალებით ყოველ 1 საათში, დაახლოებით 20 წამის განმავლობაში.

სწრაფად დაღლა

თუკი ადამიანს არააქტიური ცხოვრების წესი ახასიათებს და ასევე ხშირად მიირთმევს ცხიმიან საჭმელს, მაშინ ქოლესტეროლი ვენების შიდა კედლებზე გროვდება. ამ დროს ვენები იწელება და სისხლის მიმოქცევის კონტროლი უძნელდებათ. ასეთ დროს ჩნდება ისეთი უსიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა ფეხების და ხელების დაღლილობა, ფეხების შეშუპება და მაღალი სისხლის წნევა. ეს სიმპტომები როგორც წესი საღამოს პერიოდში იჩენს თავს.

გამოყავით ცოტა დრო მაინც ყოველდღიურად, რათა თქვენი ორგანიზმი გაავარჯიშოთ. შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები 15 წუთის განმავლობაში და ასევე ეცადეთ მანქანისა თუ სხვა ტრანსპორტის გამოყენების ნაცვლად უფრო მეტი მანძილი ფეხით გაიაროთ. რაც მთავარია, ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად.