ძილის რეჟიმის დარღვევა ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას შეიძლება ჩაეყაროს საფუძვლად. არაერთი კვლევით დამტკიცებულია, რომ თუ ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში 6 საათზე ნაკლები ძინავს, ირღვევა ჰორმონალური ბალანსი. სხეულში კორტიზოლის დონის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი უსიამოვნო პრობლემები, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, გაცხიმოვნება, სტრესი და ა.შ.
თუ ყველა ამ პრობლემის თავიდან არიდება გსურთ, აუცილებლად მიიღეთ ნატურალური სასმელები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ. მათი დახმარებით არა მხოლოდ მოიწესრიგებთ ძილს, არამედ დაიკლებთ წონაში, შეიმცირებთ პრობლემურ ზონებში ჩაგროვებულ ცხიმოვან ფენებს, დაირეგულირებთ ჰორმონალურ ფონს და სისხლში შაქრის შემცველობას.
მეტაბოლიზმის დაჩქარების ხარჯზე, ამ ნატურალური სასმელებით გაიაქტიურებთ წონის კლების პროცესს.
1. ვაშლის სმუზი
საჭირო ინგრედიენტები:
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- ვაშლი 1 ცალი
- სელის თესლი 2 ჩ. კ.
- ცეილონის დარიჩინი ¼ ჩ. კ.
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედეიენტები დააბლენდერეთ და დაუყონებლივ მიიღეთ.
- სმუზის შემადგენლობაში შემავალ თითოეულ ინგრედიენტს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.
ვაშლის პექტინი ზღუდავს ცხიმის შეწოვას ნაწლავებიდან და ორგანიზმს მათ ციხმოვან მჟავებად დაშლაში ეხმარება. ვაშლის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა: კვერცეტინი, ხელს უწყობს ჟანგვით დაზიანებას და მასთან დაკავშირებული ანთების შემცირებას.
სელის თესლი გაჯერებულია ხსნადი და პრებიოტიკური საკვები ბოჭკოებით, რომელიც ორგანიზმში ფართოვდება და ჟელეს მსგავ მასად გადიქცევა და მსხვილი ნაწლავიდან იზადავს წყალს. შედეგად კი, ხელს უწყობს ნარჩენების გამოდევნას. აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს გულზე, ქოლესტერინის დონეზე და აუმჯობესებს გლუკოზის დონეს დიაბეტით დაავადებულებში.
გაითვალისწინეთ, რომ სელის თესლს შეუძლია შეამციროს საკვებიდან და გარკვეული წამლებიდან საკვები ნივთიერებების შეწოვა, ამიტომ სმუზი მიიღეთ ნებისმიერი საკვების ან წამლის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
2. ალუბლისა და ალოეს სასმელი
საჭირო ინგრედიენტები:
- ალუბალი ½ ჩ. ჭ.
- ალოეს წვენი 1 ჩ. კ.
- ცივი წყალი 200 მლ
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მიირთვით მომზადებისთანავე.
ალუბალი მნიშვნელოვნად ამცირებს უძილობის სიმძიმეს. მას ასევე შეუძლია გაზარდოს მელატონინის დონე, რაც აუმჯობესებს ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს.
ალოეს წვენი მდიდარია ვიტამინებით, ფერმენტებით, მინერალებით, ამინომჟავებით, ანტისეპტიკებით, რომლებიც ხელს უშლის ინფექციებისა და ანთების გამომწვევი ბაქტერიების განვითარებას. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
გაითვალისწინეთ, რომ ალოე მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა, ამიტომ მოცემულ დოზას არ გადააჭარბოთ.
3. კიტრის, ჯანჯაფილისა და ლიმონის სასმელი
საჭირო ინგრედიენტები:
- კიტრი საშუალო 1 ცალი
- გახეხილი კოჭა 1 ჩ. კ.
- წყალი ¾ ჩ. ჭ.
- ლიმონი გემოვნებით
- ჰიმალაის მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ.
კიტრი დაბალკალორიული ბოსტნეულია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს. კიტრი ღვიძლის გამწმენდი და ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა. კიტრი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და ნარჩენებისგან.
4. მცენარეული ზეთი და მუსკატის კაკალი (ჯავზი)
საჭირო ინგრედიენტები:
- მცენარეული ზეთი (ნუშის ან სეზამის, ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი) 1 ჩ. ჭ.
- თაფლი 1-2 ჩ. კ.
- ჯავზი მწიკვი
მომზადების წესი:
რძე გააცხელეთ, დაამატეთ თაფლი, მუსკატის კაკალი, კარგად მოურიეთ და დაუყონებლივ მიიღეთ.
სასარგებლო საკვები ნივთიერებებით გაჯერებული თაფლი ადუნებს და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
მუსკატის კაკალი პოპულარული საშინაო საშუალებაა. თბილ რძეში გახსნილი მუსკატი უძილობის წამალია. ჯავზი მდიდარია მაგნიუმით, შეუცვლელი მინერალებით, რომლებიც თქვენს სხეულს სჭირდება ნერვული დაძაბულობის შესამცირებლად. ასევე ასტიმულირებს სერატონინის გამოყოფას. ააქტიურებს თერმოგენურ ეფექტს, რომელიც ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ძილში ცხიმების დაწვას.
მოამზადეთ შემოთავაზებული სმუზები და იზრუნეთ თქვენს ჯაანმრთელობაზე.