კანი უწინდებურ სიმტკიცეს დაიბრუნებს, მისი ტონი კი გათანაბრდება, თუ მარტივ საშინაო რეცეპტს გამოიყენებთ

ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ხელნაკეთი ნიღბები, როგორც წესი, არის ბიუჯეტური, მარტივად  მოსამზადებელი და ეფექტური.

შემოგთავაზებთ მხოლოდ ორი ინგრედიენტით მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც  იცავს კანს გამოშრობისგან, ანიჭებს ელასტიურობას, ჭიმავს, ებრძვის ნაოჭებს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

  • ნიღაბი მომზადებულია სელის თესლის ბაზაზე. ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს, ამიტომ ძალიან სასრგებლოა ორგანიზმისა და კანის ჯანმრთელობისთვის.
  • გარდა ამისა, სელის თესლი მდიდარია ბოჭკოებით, შეიცავს პექტინს, რომელიც არბილებს კანს.
  • ანტიბაქტერიული კომპონენტებითა და თუთიით მდიდარი სელის თესლი კანის საუკეთესო დამცავია.
  • ანტიოქსიდანტური თვისებებით მდიდარი სელის თესლი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და აფერხებს დაბერების პროცესს.
  • იცავს და აღადგენს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.
  • ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული სელის თესლი ებრძვის აკნეს, გაღიზიანებას, კანის ანთებას და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველობის წყალობით ასწრაფებს შეხორცების პროცესს.

მოცემული ნიღაბი შეესაბამება ყველა ტიპის კანს. ნიღაბის მოსამზადებლად აუცილებლად გამოიყენეთ სელის თესლი, რადგან სელის თესლის ფქვილი არ მოგცემთ სასურველ შედეგს. სელის თესლი შეინახეთ სუფთა მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ცხელი წყალი 1/3 ჩ. ჭ.
  • სელის თესლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ნიღაბის მომზადება დაიწყეთ დილით. სელის თესლს დაასხით ცხელი წყალი, კარგად აურიეთ, დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ საღამომდე.
  2. საღამოს ნარევი გადაწურეთ და სითხე ბამბის ტამპონით თხელ ფენად გადაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. როდესაც პირველი ფენა გაშრება, შემდეგ წაისვით მეორე ფენა, სულ 5-ჯერ უნდა წაისვათ.
  3. მთავარია, პროცედურის დროს არ ისაუბროთ და არ გაიცინოთ.
  4. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით და წაისვით დამატენიანებელი მალამაო. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის  ან ნუშის ზეთი.

ნიღაბი გამოიყენეთ ზედიზედ 12 დღის განმავლობაში და მალე დაინახავთ დიდ განსხვავებას. თქვენი სახის კანი მთლიანად გარდაიქმნება.