
ჩვენი ენდოკრინული სისტემის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს: ქიმიკატები, რომლებსაც ვისვამთ კანზე, ვსუნთქავთ ჰაერით და ვიღებთ საკვებით.
ჰორმონების დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება, თმის ცვენა, ყაბზობა, მეხსიერების დაქვეითება, თმისა და კანის სიმშრალე, დაღლილობა, სისუსტე და სხვა.
ხოლო ჰორმონების მომატებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ჩიყვი, ჭარბი ოფლიანობა, არარეგულარული გულისცემა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, ხმის ჩახლეჩა და სხვა.
ჰორმონალური ბალანსის დარეგულირება შეგიძლიათ ბუნებრივი პროდუქტების ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საშუალებებით. ერთ-ერთი საუკეთესოა ჭინჭრის ჩაი.
ჭინჭარი სამკურნალო მცენარეა. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, მანგანუმს, კალიუმს, თუთიას, A, B, K_ვიტამინებს.
ჭინჭარი რეკომენდებულია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის:
- ანემია
- ხველა
- ეგზემა
- პადაგრა
- ოსტეო და რევმატოიდული ართრიტი
- სეზონური ალერგიები
- საშარდე გზების ინფექცია
- ხელს უწყობს თმის ზრდას
- ამცირებს შაქრის დონეს სისხლში
- ამცირებს სისხლის წნევას და უზრუნველყოფს გულის ჯანმრთელობას
- ამცირებს სახსრებისა და კუნთების ტკივილს
- არის ბუნებრივი შარდმდენი
ჰორმონალური დისბალანსი შეიძლება მიზეზი იყოს თმის ცვენის. თუ გსურთ, შეაჩეროთ თმის ცვენა და ხელი შეუწყოთ თმის ზრდას, აუცილებლად დაირეგულირეთ ჰორმონალური ბალანსი.
შემოგთავაზებთ ჭინჭრის ჩაის რეცეპტს, რომლის დახმარებით შეძლებთ ჰორმონალური ბალანსის აღდგენას, იმუნიტეტის გაძლიერებას და მოიგვარებთ როგორც ჯანმრთელობასთან, ისე სილამაზესთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.
სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 1 ლ
- ჭინჭრის ფოთლები (შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხმარი, მაგრამ სასურველია ნედლი) ნახევარი ჩ. ჭ.
მომზადებისა და მიღების წესები:
პირველ რიგში, წყალი აადუღეთ. ჭინჭრის ფოთლები ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით ადუღებული წყალი. ქილას დაახურეთ ლამბაქი და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 10 წუთი.
მომზადებული ნაყენი გადაწურეთ და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი ან ქოქოსის რძე.
სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 3-4 კვირა. შემდეგ 3-4 კვირა დაისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.