ეპილაციის შემდეგ თმა სამჯერ უფრო ნელა რომ გაიზარდოს, გამოიყენეთ ნატურალური საშუალებები

ეპილაცია ეფექტური, მაგრამ საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა. სამწუხაროდ, თმა ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ამ პროცესის შენელებაზე.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს და იაფ ნატურალურ საშუალებებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ ამ უსიამოვნო პროცესის შენელებას, საბოლოოდ კი, უზრუნველყოფთ არასასურველი თმისგან გათავისუფლებას. რეკომენდებულია ეპილაციის შემდეგ მათი რეგულარულად გამოყენება, რადგან თუ მხოლოდ ერთხელ გაიკეთებთ, შედეგი არ გექნებათ.

რძე

ეპილაციის შემდეგ საჭირო ადგილები დაიმასაჟეთ რძით და ბოლოს წაისვით დამატენიანებელი მალამო. პროცედურები ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში.

მწვანე თიხა

მწვანე თიხა საუკეთესო საშუალებაა, რომლის საშუალებითაც შეიმცირებთ ზედა ტუჩის თავზე არსებულ არასასურველ თმას.

1 ჩ. კ. მწვანე თიხას დაასხით ცოტა წყალი და აურიეთ. მომზადებული პასტისებური მასა დაიტანეთ ზედა ტუჩზე და დაიყოვნეთ 20 წუთი. თიხის გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად.

ლიმონის წვენი

გაპარსვის შემდეგ ლიმონის წვენით გაიკეთეთ მასაჟი. შეიძლება ცოტა უსიამოვნო შეგრძნება გქონდეთ, მაგრამ სამაგიეროდ გაპარსვის ან ეპილაციის დიდი ხნით გადადება მოგიწევთ.

შემოთავზებული საშუალებები მარტივი, ყველასთვის ხელმისაწდომი, მაგრამ საოცრად ეფექტურია. მათი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ გაითვალისწინეთ, ზოგიერთმა ინგრედიენტმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.