ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს საოცარი ტკბილეული არ უყვარს. მოამზადეთ ზეფირი თქვენი ხელით და ისიამოვნეთ!
სტატიაში შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ჰაეროვანი, საოცრად არომატული ზეფირის რეცეპტს, რომელიც მოცხარისა და ვაშლის ბაზაზე არის მომზადებული. მიირთვით რამდენიც გნებავთ, რადგან ამ ნუგბარის 100 გრ მხოლოდ 43 კალორიას შეიცავს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ვაშლი 3 ცალი
- შავი მოცხარი 150 გრ
- აგარ-აგარი 1 ჩ. კ.
- წყალი (სულ დაგჭირდებათ) 100 მლ
- 2 ცალი კვერცხის ცილა
მომზადების წესი:
- ვაშლები დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 30 მლ წყალი, დაახურეთ თავზე, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ არ ჩაითუთქება.
- ვაშლის პიურე დააბლენდერეთ, შემდეგ გახეხეთ საცერის საშუალებით და კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე, სანამ მასა არ გასქელდება. მომზადებული პიურე გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- მოცხარი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცოტა წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და გააცხელეთ, შემდეგ დააბლენდერეთ.
- მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ განახევრებამდე, შემდეგ კი გახეხეთ საცერის საშუალებით.
- კვერცხის ცილა (ოთახის ტემპერატურის) კარგად ათქვიფეთ, მასა უნდა გაორმაგდეს. დაამატეთ 100 გრ ვაშლის პიურე და კვლავ გააგრძელეთ თქვეფა. უნდა მოამზადოთ ისეთი კონსისტენციის მასა, რომ თასიდან არ გადმოიღვაროს.
- აგარ-აგარს დაასხით 60 მლ წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. როგორც კი მასა გასქელდება, დაამატეთ 50 გრ მოცხარის პიურე, განუწყვეტლივ ურიეთ და ადუღეთ 1 წუთი. რადგან შემადგენლობაში არ შედის შაქარი, საკმაოდ სქელ მასას მიიღებთ.
- ცილიან მასას თითო-თითო სუფრის კოვზობით დაამატეთ ცხელ-ცხელი აგარი და თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ჯერ კიდევ თბილი მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და პერგამენტზე დასავით თქვენთვის სასურველი ფორმის მარშამლოუს ნახევრები.
- ხელნაკეთ მარშმალოუს გასამკვრივებლად 5 საათი სჭირდება. მითითებული დროის გასვლის შემდეგ მარშმალოუს ნახევრები შეაერთეთ.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!